ვინ არ დაუჭირა მხარი "ქართული ოცნებიდან" ნიკა მელიას დაპატიმრებაზე მოთხოვნის საკითს - კვირის პალიტრა

ვინ არ დაუჭირა მხარი "ქართული ოცნებიდან" ნიკა მელიას დაპატიმრებაზე მოთხოვნის საკითს

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „ქართული ოცნების“ წევრებმა რომან კაკულიამ, ბექა ოდიშარიამ, მირიან წიკლაურმა და მარიამ ჯაშმა. ამასთან, კენჭისრის ანგარიშის მიხედვით, რომან კაკულია, ბექა ოდიშარიამ და მირიან წიკლაურმა რეგისტრაცია გაიარეს, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. მარიამ ჯაშმა კი, რომელიც სხდომას ესწრებოდა, რეგისტრაცია არ გაიარა.

პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა. აღნიშნული დადგენილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს. ამით ნიკანორ მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა.

პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მან შესძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.