"გაატარეთ ზაფხული საქართველოში" - რას წერს თამარ გვერდწითელი სოციალურ ქსელში?
"გაატარეთ ზაფხული საქართველოში" - რას წერს თამარ გვერდწითელი სოციალურ ქსელში?
რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერალი თამარ გვერდწითელი "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე ხალხს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე  მოუწოდებს, რომ ზაფხული საქართველოში გატარონ.
მომღერალმა ტექსტის დასასრულს დასძინა, რომ საქართველო ყველაზე ლამაზი ქვეყანაა მსოფლიოში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა  მთავრობას დაავალა, მიიღოს ზომები საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ პუტინის ბრძანებაშია ნათქვამი, რომელიც კრემლის საიტზე გამოქვეყნდა. ამავე ბრძანების თანახმად, საქართველოსთან ავიაგადაზიდვები 8 ივლისიდან დროებით იკრძალება. ბრძანების მიზანის რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა.

ასევე, ბრძანების
თანახმად, ტუროპერატორებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ აკრძალვის მოქმედების პერიოდში თავი შეიკავონ საქართველოსთან დაკავშირებით ტურისტული პროდუქტის რეალიზაციისგან.

წყარო
ბერო
27 ივნისი 2019 12:47
ასე თუ გიყვარს საქართველო,მაშინ ის რა იყო,როცა აგვისტოს ომის შემდგომ,შენ და პავლიაშვილი,"ია ლიუბლიუ ტებია,რასსია"-ს რომ გაჰკიოდით?! ალბათ დაგავიწყდა,არა?! ჩვენ კი, არ გვავიწყდება !!!
status quo
27 ივნისი 2019 10:51
ყოჩაღ თამარ ქალო...
ნანა
27 ივნისი 2019 10:09
ბრავო თამარ, ზოგიერთმა რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა კი დამცინავი კომენტარები გააკეთა. მადლობა თქვენ ერთგულებისთვის და სიყვარულისთვის.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა