"გაატარეთ ზაფხული საქართველოში" - რას წერს თამარ გვერდწითელი სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"გაატარეთ ზაფხული საქართველოში" - რას წერს თამარ გვერდწითელი სოციალურ ქსელში?

რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერალი თამარ გვერდწითელი "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე ხალხს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე  მოუწოდებს, რომ ზაფხული საქართველოში გატარონ. მომღერალმა ტექსტის დასასრულს დასძინა, რომ საქართველო ყველაზე ლამაზი ქვეყანაა მსოფლიოში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა  მთავრობას დაავალა, მიიღოს ზომები საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ პუტინის ბრძანებაშია ნათქვამი, რომელიც კრემლის საიტზე გამოქვეყნდა. ამავე ბრძანების თანახმად, საქართველოსთან ავიაგადაზიდვები 8 ივლისიდან დროებით იკრძალება. ბრძანების მიზანის რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა.

ასევე, ბრძანების თანახმად, ტუროპერატორებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ აკრძალვის მოქმედების პერიოდში თავი შეიკავონ საქართველოსთან დაკავშირებით ტურისტული პროდუქტის რეალიზაციისგან.

წყარო