"გახარიამ მითხრა, მზად ვარ შეხვედრისთვისო"
"გახარიამ მითხრა, მზად ვარ შეხვედრისთვისო"
"გახარიასთან საუბრის შემდეგ აკაკი ბობოხიძეს, შემდეგ კი გიგი უგულავას ვესაუბრე. ორივე თანახმა იყო შეხვედრაზე... შეიძლება შეთანხმებამდე დრო დაგვაკლდა, 3-5 წუთი, ან შეიძლება სხვა მიზეზიც იყო... დარწმუნებული ვარ, შეხვედრა რომ შემდგარიყო, ყველაფერი სხვაგვარად დასრულდებოდა"

საზოგადოება 20 ივნისის მოვლენების სამართლებრივ შეფასებას ელოდება. ალბათ,­ გაანალიზდება ისიც, შეიძლებოდა თუ არა დარბევის თავიდან აცილება, ან რა როლი ითამაშეს ამ პროცესებში პოლიტიკოსებმა. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ლიდერი პალიკო კუბლაშვილი იმ ღამეს ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის ინიციატორი იყო,
თუმცა შეხვედრა ვერ შედგა.

- თქვენ ცდილობდით აქციაში მონაწილე პოლიტიკოსებსა და შს მინისტრს შორის მოლაპარაკება გამართულიყო.

- აქციაზე ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი. ვხედავდით დაპირისპირებას­ სპეცრაზმთან და ვცდილობდით, როგორმე დაძაბულობა განგვემუხტა. როდესაც საფრთხე დავინახე, ვისთანაც შევძელი იმ მომენტში დაკავშირება, იმას დავურეკე, ანუ აკაკი ბობოხიძეს, და ვუთხარი,
იქნებ ყველაფერი მოლაპარაკებით მოგვარებულიყო.

- მოლაპარაკების ინიციატორი იყავით?
- დიახ. კაკო ბობოხიძეც ასევე ფიქრ­ობდა. შემდეგ გახარიას დავუკავშირდი და მასაც იგივე შევთავაზე. მითხრა, მზად ვარ შეხვედრისთვისო. მასთან საუბრის შემდეგ ისევ აკაკი ბობოხიძეს, შემდეგ კი გიგი უგულავას ვესაუბრე. ორივე თანახმა იყო.
შეიძლება შეთანხმებამდე დრო დაგვაკლდა, 3-5 წუთი, ან შეიძლება სხვა მიზეზიც იყო, არ ვიცი. ფაქტია, ჩემი მცდელობა ბოლომდე ვერ მივიდა. დარწმუნებული ვარ, შეხვედრა რომ შემდგარიყო, ყველაფერი სხვაგვარად დასრულდებოდა.

- რა იყო ბოლო წვეთი, რამაც გაფიქრებინათ, რომ აუცილებელი იყო გახარიასთვის­ მიგეწვდინათ ხმა?
- მე ჩიტაძის ქუჩის კუთხეში, პარლამენტთან ვიდექი და თვალს ვადევნებდი მოვლენებს. უფრო მეტად სოცქსელში, ლაივებითა და ტელევიზიების გადმოცემული მასალით ვუყურებდი, რა ხდებოდა. ინტერნეტშიც ვხედავდი შეტაკების კადრებს და ვაცნობიერებდი, რომ ეს არ იყო ის, რაც სჭირდებოდა იქ მისულ ახალგაზრდებს.

- გახარიას რომელ საათზე დაუკავშირდით?
- 11 საათის შემდეგ...

- ამბობთ, რომ შს მინისტრს ჰქონდა თქვენგან ინფორმაცია, რომ ოპოზიციის ლიდერები მზად იყვნენ მოლაპარაკებისთვის და ამ საუბრიდან რამდენიმე წუთში დარბევა დაიწყო. როგორ ფიქრობთ, ხომ არ ჯობდა გახარიას უფრო მეტი დრო მიეცა ოპოზიციის ლიდერებისთვის და გამართულიყო მოლაპარაკება.
- ვერ ვიმარჩიელებ, რა შეიძლებოდა.

- მოქალაქეებმა მართლაც ისე გადაამეტეს ძალას, რომ პოლიციელები იძულებული შეიქნენ მათთვის რეზინის ტყვიები დაეშინათ?
- არ ვაპირებ შეფასებების გაკეთებას, ეს პოლიტიკოსების საქმეა. სამი წელია პოლიტიკიდან წავედი. ერთადერთი შემთხვევა­ იყო, როცა მიტინგზე გამოვჩნდი. გავრილოვის ვიზიტი ძალიან მძიმე ასატანი იყო ყველასთვის და იქ მისვლით გულწრფელად გამოვხატე ჩემი სამოქალაქო პოზიცია. იქ მივედი როგორც საზოგადოების წევრი.

- თქვენი ზარის მერე შს მინისტრი ხომ არ დაინტერესდა, გაიმართებოდა თუ არა მოლაპარაკება?
- ისე უცებ განვითარდა მოვლენები, საუბარს აზრი აღარ ჰქონდა.

- როგორ ფიქრობთ, ამიერიდან როგორ განვითარდება მოვლენები?
- მე ამ პროტესტს ვგულშემატკივრობ. იმედია, აღარ დაიძაბება სიტუაცია, დანარჩენი საზოგადოების, პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების საუბრის ამბავია. გამოჩნდება, რამდენად არიან მზად, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღონ.

la-bu
03 ივლისი 2019 13:54
ვეთანხმები მოსაზრებას, რომ პალიკომ იცოდა ორგანიზატორების ვინაობა. შესაძლოა მას არ მიუძღვის წვლილი სიტუაციის გართულებაში, მაგრამ მასაც ეგონა რომ ეს ლოიალური მთავრობა ამას არ გააკეთებდა. და ყველაზე ცუდი ზუსტადაც ეს გახლავთ, რომ თავს გავიდნენ ასეთი ჰუმანური მიდგომებიდან გამომდინარე, თავგასულობა კი გარდა დანაშაულისა თავხედობის პიკია.
pelton-joni
03 ივლისი 2019 12:31
რა საჭირო იყო კუბლაშვილი ან სხვა ვინმე, ყოფილიყო ბევრად მკაცრი კანონის ფარგლებში(აქციის მონაწილეებსაც არ ექნებოდათ პრეტენზიები), ოღონ თოფის გარეშე.
რა კონსულტაცია,რა მოლაპარაკება.
მე ამ პროტესტს ვგულშემატკივრობ-ო
03 ივლისი 2019 12:26
ეტყობა უფრო მართავთ, თორემ მართლა ნიკანორის ჭკუის იმედად ხომ არ იქნებიან ნაცები

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?