"დაკარგულ 20%-ს მივტირით და რამდენი 20% დგას რიგში..."
"დაკარგულ 20%-ს მივტირით და რამდენი 20% დგას რიგში..."
"რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ შეცდომები დავუშვათ. ბევრი რამ აქვს არსენალში და ყველაფერს გააკეთებს, რომ უფრო მეტის დათმობა გვაიძულოს"

როგორ უნდა უპასუხოს საქართველომ რუსეთის პროპაგანდას და როგორი უნდა იყოს ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკა. ვესა­უბრებით სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის ყოფილ რექტორს, გენერალ-მაიორს, სახელმწიფო და კორპორაციული უსაფრთხოების სპეციალისტ-ანალიტიკოს თენგიზ­ ენდელაძეს.

- როგორც ამბობენ, უკრაინის შემდეგ რუსეთმა საქართველოსთვის მოიცალა და ჰიბრ­იდული ომი გააჩაღა. დღეს საქართველოში მიმდინარე პროცესებში რუსეთის ხელი ურევია?

- საქართველოში ყველა ქვეყანას თავისი
ინტერესი აქვს. სანამ ქვეყანაში ასეთი მდგომარეობა იქნება, სანამ ასეთი ომების გამჩაღებლების წინაშე თავწახრილები ვიქნებით და მხოლოდ ლოზუნგებს დავჯერდებით, არაფერი გვეშველება. რუსეთი ლამის 30 წელია ყველაფერს აკეთებს, რომ შეცდომები დავუშვათ. ეს ქვეყანა ვერაფერსაც­ ვერ გაგვიკეთებს, თუ აქ დასაყრდენი ძალა არ ეყოლება - არა მატო იმ ძალებში,
რომლებიც ოფიციალურად დეკლარირებული ჰყავს, არამედ მათშიც, რომლებიც თავს პროდასავლელებად წარმოაჩენენ.

- კონკრეტულად მიანიშნებთ ვინმეზე?
- ხშირად ამბობენ, წინა ხელისუფლების დროს რუსეთმა ხელში ჩაიგდო მნიშვნელოვანი ობიექტებიო, მაგრამ არავინ წერს, რის საფუძველზე.
ის ხელისუფლება­ მოვალე იყო რუსეთისთვის ხარკი გადაეხადა­. ყველამ ვიცით, რომ "ვარდების რევოლუციაში" უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ხელი ერია - ეს რევოლუცია არა მარტო რუსეთის, აშშ-ის დახმარებით მოხდა. არ მჯერა, რომ ამ ძალის გარეშე მსოფლიოს ნები­სმიერ ქვეყანაში რამე ხდებოდეს.

- ამ უახლოეს წარსულში პანკისის, ლგბტ-ს, დავითგარეჯის და გავრილოვის თემები აგორდა. არის თუ არა ეს ერთი სცენარის 4 აქტი და ჰყავს თუ არა მას ერთი რეჟისორი?
- ვფიქრობ, ამაში რამდენიმე ქვეყნის ინტერესებია გადახლართული.

- რა სტრატეგიული მიზნები აქვს ჰიბრ­იდული ომის მწარმოებელ რუსეთს?
- რუსეთმა საუკუნეები მოანდომა იმას, რომ შემოსულიყო სამხრეთ კავკასიაში (რომელიც პლაცდარმია წინა აზიაში), აეთვისებინა და თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. დავხედოთ რუკას და მივხვდებით, რატომ არ გვანებებს თავს. გათვალისწინებული უნდა გვქონდეს­, რომ კეთილი სურვილები არავის ექნება - დღეს რომ შენი სტრატე­გიული პარტნი­ორია, ხვალ შესაძლოა შენი მტერი გახდეს... დავითგარეჯა ავიღოთ. შეიარაღებით აზერბაიჯანი ძლიერია და არა მარტო ამიერკავკასიაში. ის ხომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარია და რაში დასჭირდა ძალის დემონსტრირება, ან ვის ინტერესშია ამდენი წელი დავითგარეჯის პრობლემის გაჭიანურება? რატომ არ იღებს ოპოზიცია ხმას გარეჯის შესახებ? არავინ ითხოვს გასაჯაროვდეს, თუ რაიმე ხელშეკრულებაა დადებული. რატომ უმალავენ საზოგადოებას?

- პროვოკაციებისთვის სად უნდა ვეძიოთ­ ნოყიერი ნიადაგი? ან რით უნდა უპასუხოს საქართველომ კრემლის პროპაგანდას?
- ჩვენ თვითონ ეროვნული პროპაგანდა,­ იდეოლოგია გვაქვს? არა გვაქვს და ამიტომაც ვერც გავუმკლავდებით, სანამ არ გავერკვევით, რას ვაკეთებთ, რას ვაშენებთ, რა გვინდა მეზობლებისა და რუსეთისგან.
პროვოკაციებისთვის ნოყიერი ნიადაგი თვითონ ჩვენი ქვეყანაა. თუ საქართველო არ განვითარდა, ეკონომიკა წინ არ წავიდა, სახელმწიფო სახელმწიფოს არ დაემსგავსა, ის პროვოკაციებისთვის ყოველთვის ნოყიერი ნიადაგი იქნება.
ამდენი წელია, ერთი და იმავე წრეზე ვტრიალებთ, სულ შეტევაზე ვართ. გგონიათ, ამას ჩვენი ვაიპოლიტიკოსები დამოუკიდებლად ახერხებენ?

- ოპოზიცია მუდმივად პრორუსულობაში­ სდებს ბრალს ხელისუფლებას...
- ჩვენი უბედურება ჩვენს უწიგნუ­რობასა და პოლიტიკურ უმწიფრობაშია. ხანდახან მეჩვენება,­ რომ ძალიან თავწახრილები ვართ იმ დასავლეთთანაც იმის შიშით, რომ ოპოზიციამ ბრალი პრორუსულობაში­ არ დაგვდოს...
თუკი ეკონომიკურად გავძლიერდებით,­ თავს დავანებებთ ერთმანეთის ჭამას­ და ამაში­ სახელმწიფო დაგვეხმარება, ყველა ქვეყანას მიუჩენს თავის ადგილს, ყველაფერს მოვერევით.

მადა ჭამაში მოდისო, მეზობელმა სახელმწიფოებმა მიიხედ-მოიხედეს და ადრე თუ კვარტალში ერთხელ ხდებოდა რაღაც და იმასაც ერთი სახელმწიფოს სპეცსამსახური აკეთებდა, ახლა კვირაში ერთხელ ჩნდ­ება დაძაბულობის კერები.
რუსეთს ბევრი რამ აქვს არსენალში და ყველაფერს გააკეთებს, რომ უფრო მეტის დათმობა გვაიძულოს. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რუსეთის მოკავშირე ან არამოკავშირე ქვეყნებიდან მომდინარე საფრთხეებიც. დღეს სიტუაცია გასული საუკუნის 18-21 წლების პერიოდს მაგონებს. განა რუსეთი მარტო შემოიჭრა და წაიღო ჩვენი­ ტერიტორიები? მასთან ერთად იყვნენ სხვა მეზობლებიც, რომლებსაც რუსეთის ფედერაციისთვის გაწეული სამსახურისთვის ჩვენი ტერიტორიები უბოძეს...

ამ ვაიპოლიტიკოსებმა პოლიტიკა ბიზნესად აქციეს. ბოლო დროს სადმე გსმე­ნიათ სიტყვა "სამშობლო"? ყველაზე დიდი, სა­ქარ­თველოს­ ქვეყნად მოიხსენიებენ. ამათთვის ეს სამშობლო არ არის, ბიზნესის და პო­ლიტიკის საკეთებელი ადგილია.­ სამშობ­ლო თავზე გვემხობა, დაკარგულ 20%-ს­­ მივტირით და კაცმა არ იცის, რამდენი 20% დგას რიგში, რამდენი ფეთქებადსაშიში კერა გვაქვს... ევროპასთან ინტეგრაციაზე ლაპარაკობ და საქართველოს მოქალაქეებთან ვერ მორიგებულხარ.

რატომ ხმას არ იღებენ ე.წ. სტრა­ტეგიული­ მეგობრები, როცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი წყდება გარეჯის სახით? ისე მიგვყავს საქმე, ჩემოდნებს არ დაგვამადლიან, ჩამოგვირიგებენ და გვეტყვიან, თქვენი აქ არაფერია, ყველაფერი გაყიდულია და აგერ ბილეთი შრი-ლანკამდეო.

მთავარია, ქვეყანა ფეხზე დადგეს, რათა თავგასულ საფრთხეებს ლაგამი ამოვდოთ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები