"რუსეთის უკანონო ქმედებები საქართველოში ადამიანების ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის" - რა წერია Amnesty International-ის 60-გვერდიან ანაგრიშში?
03-07-2019
"რუსეთის უკანონო ქმედებები საქართველოში ადამიანების ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის" - რა წერია Amnesty International-ის 60-გვერდიან ანაგრიშში?
"ბორდერიზაციით" გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევები საქართველოში ააშკარავებს რუსული სამხედრო შენაერთებისა და ძალოვანების მიერ განხორციელებულ "ბორდერიზაციის" გამანადგურებელ გავლენას ადამიანის უფლებებზე, - ამის შესახებ Amnesty International -ის ანგარიშშია ნათქვამი. როგორც 60-გვერდიან ანაგრიშშია ნახსენები, რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლებების მცდელობებმა, ფიზიკური ბარიერები აღმართონ ადმინისტრაციულ ხაზზე, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დანარჩენი საქართველოსგან გამოყოფს, გადაადგილების თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა მწვავე დარღვევები გამოიწვია.

"სასოფლო თემები ერთმანეთისგან მავთულხლართებით არიან განცალკევებული, ოჯახები მოწყვეტილი არიან საარსებო წყაროებს და
ასობით ადამიანი უკანონო დაკავებების რისკის ქვეშაა ხაზია გადაკვეთისას", - ნათქვამია Amnesty International-ის ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ რუსეთის მცდელობამ, ადმინისტრაციული ხაზი გადააქციონ "საერთაშორისო საზღვრად" მავთულხლართების, ღობეების, თხრილებისა და სხვა ფიზიკური ბარიერების აღმართვით, ადგილობრივი თემები ორად გახლიჩა და სოფლების მოსახლეობა მოწყვიტა მათ სასოფლო-სამეურნეო მიწებს,
წყლის რესურსებს, ეკლესიებსა და საგვარეულო საფლავებს.

"რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები საქართველოში ადამიანების ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ ხაზთან მცხოვრები ათასობით ადამიანი უკანონოდ დაკავების რისკის ქვეშაა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ცდილობენ გამყოფი ხაზის გადაკვეთას ნათესავების სანახავად, სასოფლო-სამეურნეო მიწების დასამუავებლად თუ ჯანმრთელობის სერვისებით სარგებლობისთვის. ადგილობრივი სასოფლო თემები მოწყვეტილი არიან შემოსავლის ძირითად წყაროს და სათანადო ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან სხვა ასპექტებს", - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიში Amnesty International -ის ერთწლიან კვლევას ეფუძნება. 2018 წელს ორგანიზაციის წარმომადგენლები თბილისსა და კონფლიქტით დაზარალებულ იმ სოფლებში ჩავიდნენ, რომლებიც თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, მაგრამ "ბორდერიზაციის" ზონაში მოხვდა. ამ ვიზიტის ფარგლებში 150-ზე მეტი დაზარალებული გამოიკითხა.

კვლევის შედეგები გადაგზავნილია როგორც საქართველოს, რუსეთის, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებებისთვის. პასუხი Amnesty International - მა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისაგან მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები