"როდესაც გავრილოვი სპიკერის სავარძელში ჩაჯდა, ეს რა თქმა უნდა, იყო არაკორექტული ნაბიჯი" - რას ამბობს რუსი პოლიტიკოსი
03-07-2019
"როდესაც გავრილოვი სპიკერის სავარძელში ჩაჯდა, ეს რა თქმა უნდა, იყო არაკორექტული ნაბიჯი" - რას ამბობს რუსი პოლიტიკოსი
რუსეთის, უკრაინის, ბელარუსის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 20-21 ივნისის მოვლენებს შეისწავლიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გიორგი მელაშვილმა განუცხადა, რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულები არიან პოლიტიკური პარტია "იაბლოკოს" წარმომადგენლები.

მისივე ინფორმაციით, ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ორგანიზებით, 20-21 ივნისის მოვლენებს შეისწავლიან აღნიშნული ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციების, ლიბერალური პოლიტიკური პარტიების, ტელევიზიებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

პროგრამის მონაწილეები უკვე შეხვდნენ საქართველოში მოქმედი პარტიების (რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები, გირჩი) წარმომადგენლებს. ასევე, დაგეგმილია
შეხვედრები არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

თავის მხრივ, როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტია "იაბლოკოს" თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ გნეზდილოვმა განუცხადა, მას კარგად ესმის იმ ადამიანების გრძნობები, რომლებიც აღშფოთებულები არიან დეპუტატ გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლით.

"პროტესტი სამართლიანია, ჩემი აზრით, ის გადაწყვეტილებები, რომელიც რუსეთის მთავრობამ მიიღო 2008 წელს ცალმხრივად, ისინი რა
თქმა უნდა, ხელს არ უწყობდა არც ჩვენი ქვეყნების კეთილმეზობლობას და არც სოხუმისა და ცხინვალის კონფლიქტის მოგვარებას. აქედან გამომდინარე, მე ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების გრძნობები, რომლებიც აღშფოთებულები არიან დეპუტატ გავრილოვის ჩამოსვლით და ყველაფერი იმით, რაც ამას უკავშირდება. როდესაც გავრილოვი სპიკერის სავარძელში ჩაჯდა, ეს რა თქმა უნდა, იყო არაკორექტული ნაბიჯი. ასეთი ვიზიტების განხორციელებისას, აუცილებელია შესაბამისი ტაქტის დაცვა და რეალური პოლიტიკური სიტუაციის აღქმა", - განაცხადა ალექსანდრ გნეზდილოვმა.

ამასთან, პარტია "იაბლოკოს" წარმომადგენელმა არ გამორიცხა ისიც, რომ გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა და მისი ქმედებები, რუსეთში მოქმედი გარკვეული ძალების პროვოკაცია ყოფილიყო.

გარდა ამისა, გნეზდილოვმა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომელიც რუსი ტურისტების საქართველოდან ევაკუაციას ეხება და მას პირფერული უწოდა. რუსი ოპოზიციონელი ამბობს, რომ 5 წლის განმავლობაში ვლადიმერ პუტინს არ მოუხდენია არც ერთი რუსის ევაკუაცია დონბასიდან, სადაც რეალურად საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. გნეზდილოვი მიიჩნევს, რომ პუტინის გადაწყვეტილება შეცდომაა და ნამდვილად არაა მიმართული რუსი ხალხის საკეთილდღეოდ.

"ინტერპრესნიუსი"

...
05 ივლისი 2019 22:54
საქრთლოს ჭირდება გმირები სათავეში . რომ საქართველოს ეშველოს აწდა მარადის.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?