შსს უგულავას, ოქრუაშვილისა და ბარამიძის დაკითხვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს
შსს გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გია ბარამიძის დაკითხვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მაგისტრატ მოსამართლის წინაშე დაკითხვის შუამდგომლობით იმის გამო მიმართეს, რომ სამივე პირი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მისვლაზე უარს ამბობენ.
"უგულავამ, ბარამიძემ და ოქრუაშვილმა უარი განაცხადეს საგამოძიებო უწყებაში გამოსაკითხად შსს-ში მოსვლაზე, შსს მიმართავს შუამდგომლობით სასამართლოს, რათა მოხდეს ამ პირების მაგისტრატ მოსამართლის წინაშე დაკითხვა", - განაცხადეს შსს-ში.
იხილეთ ასევე: რას სთავაზობს საზღვარგარეთ მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი დაკითხვასთან დაკავშირებით შსს-ს
"ინტერპრესნიუსი"