"ვაპირებ მაგისტრ მოსამართლესთან მოვყვე ყველა ის დეტალი, რომელიც ხელისუფლებას ამხელს" - კვირის პალიტრა

"ვაპირებ მაგისტრ მოსამართლესთან მოვყვე ყველა ის დეტალი, რომელიც ხელისუფლებას ამხელს"

ვაპირებ მაგისტრ მოსამართლესთან მოვყვე ყველა ის დეტალი, რომელიც ხელისუფლებას ამხელს,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ მომავალში საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს ის აპირებს მაგისტრ მოსმართლესთან გამოკითხვაზე მივიდეს.

"იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებისგან ვისმენთ, რომ თურმე დაშლა საერთოდ არ ყოფილა და მოგერიება იყო და რომ თურმე სპეცრაზმელები მოქმედებნენ თვითდინებით, გადაწყვეტილებას თვითონ იღებდნენ და მათ არანაირი ბრძანება არ ჰქონიათ სახეზე გვაქვს გამოძიების ფუნდამენტური გაყალბების მცდელობა და რელობის დამახინჯება. ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია , რომ სამართლებრივად დამაგრდეს სიმართლე და ამიტომ ძალიან კარგია, რომ მაგისტრ მოსამართლესთან მოხდება ჩვენი დაკითხვა. იმისთვის, რომ სამართლებრივად დამაგრდეს სიმართლე და საზოგადოებამ ახლა თუ არა მერე მაინც გაიგოს, რადგან ახლანდელი გამოძიების იმედი არ მაქვს. ამიტომ, ვაპირებ მაგისტრ მოსამართლესთან მოვყვე ყველა ის დეტალი, რომელიც ხელისუფლებას ამხელს. ხელისუფლებამ, რომელმაც პანიკაში მიიღო დარბევის გადაწყვეტილება და მოლაპარაკების ნაცვლად, რომელიც მათივე მხრიდან იყო ინიცირებული ადამიანებს დათვის ტყვიები დაუშინა",-აცხადებს უგულავა.

"ინტერპრესნიუსი"