"ვინ დაავალა გიორგი გაბუნიას გაეკეთებინა ყველაფერი, რუსეთის ჯარის ქვეყანაში შემოსვლისთვის ნიადაგის მოსამზადებლად?!"
08-07-2019
"ვინ დაავალა გიორგი გაბუნიას გაეკეთებინა ყველაფერი, რუსეთის ჯარის ქვეყანაში შემოსვლისთვის ნიადაგის მოსამზადებლად?!"
ფოტო:გიორგი გაბუნია
შეიძლება ითქვას, მთელი საზოგადოება შოკში ჩააგდო "რუსთავი 2"-ის ეთერში ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მონოლოგმა, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით ღია ეთერიდან აგინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რასაც მყისიერად მოჰყვა როგორც ქვეყნის პირველი პირების განცხადებები, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა კრიტიკული შეფასებები... გარდა ამისა, ტელევიზიის შენობასთან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც გაბუნიას განცხადებებს გვიან ღამემდე აპროტესტებდნენ.

ამ საკითხზე ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
ხათუნა ლაგაზიძე:
"სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ამ ფაქტის გამოძიება. ვფიქრობ, ეს არ
ყოფილა ემოციების ნიადაგზე გაკეთებული განცხადებები, ამიტომაც სასწრაფოდ უნდა გაირკვეს, ვინ დაავალა გიორგი გაბუნიას გაეკეთებინა ყველაფერი, რუსეთის ჯარის ქვეყანაში შემოსვლისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. ეს უნდა გახდეს სასწრაფოდ გამოძიების თემა. ხელისუფლება განცხადებებით კი არ უნ
და შემოიფარგლოს, რომ ეს იყო პროვოკაცია, არა, ეს იყო მიზანმიმართული დანაშაული საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და სწორედ ეს უნდა გამოიძიონ..."
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ ფაქტის ურეაქციოდ დატოვება, თუნდაც რუსეთმა არანაირი ნაბიჯი არ გადადგას, იქნება ქვეყნის დამოუკიდებლობის, მისი მოქალაქეების ისეთივე ღალატი, რაც ჩაიდინა გიორიგი გაბუნიამ.

"კიდევ ვიმეორებ, ეს უბრალო პროვოკაცია არ არის, ეს არის ახალი ორჯონიკიძის დაბადება, რომელიც მზად არის, მეტიც, ყველაფერს აკეთებს საქართველოს რუსეთისთვის ჩასაბარებლად, ბოლოს და ბოლოს ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი", - განაცხადა ლაგაზიძემ.


გური
30 ივლისი 2019 13:13
საკითხი სწორად არის დასმული, მაგრამ ვინ არის გამომძიებელი?
ჭიჭე
25 ივლისი 2019 11:33
წავიკითხე კომენტარები და მივხვდი პასუხს კითხვაზე - რა გვეშველება? პასუხია - არაფერი თქვე საცოდავებო!!! განსაკუთრებით ეხება იმათ ვისაც გაბუნია გმირად მიაჩნია.
24 ივლისი 2019 15:20
მ ე ყ ო ვ ლ თ ვ ი ს- ვ ა გ ი ნე ბ დი-ვ ა გ ი ნ ე ბ-შ ე ვ ა გ ი ნ ე ბ-პ უ ტ ი ნ ს-პ უ ტ ი ნ ი ს რ უ ს ე ბ ს-ყ ვ ე ლ ა ი მ ქ ა რ თ ვ ე ლ ს ვ ი ნ ც უ ძ ვ რ ე ბ ა- მ ა თ!!! პ.ს .რ ა ო ტ რ ო ლ ე ბ ო?! თ ქ ვ ე ნ ი დ რ ო ც მ ო ვ ა?!!!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?