"როგორი კეთილი და დიდსულოვანია..." - როგორ ეხმაურებიან პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოში? - კვირის პალიტრა

"როგორი კეთილი და დიდსულოვანია..." - როგორ ეხმაურებიან პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოში?

როგორც გაირკვა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი  საქართველოსთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია. "მე ამას არ გავაკეთებდი ქართველი ხალხის პატივისცემის გამო", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა. რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პლენარულ სხდომაზე მიიღო განცხადება, რომელშიც რეკომენდაცია მისცა მთავრობას, განიხილოს საქართველოს წინააღმდეგ სპეციალური ეკონომიკური ზომების მიღების მიზანშეწონილობა და შესაბამისი წინადადებები წარუდგინოს რუსეთის პრეზიდენტს.

დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის მიერ, ითვალისწინებს რუსეთში ქართული

ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას. ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას.

პუტინის განცხადებას  აქტურად ეხმაურებიან სოციალურ ქსელში. გთავაზობთ რამდენიმე სტატუსს:

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი: "აჰა, პუტინს რაინდობანას თამაშის საშულებაც მივეცით"

რამაზ გიგაური, ასტროლოგი: "ე, ბიჯო, რომელი ხართ ეროვნულ ბანკში, უთხარით ლარს პუტინი არ აწესებს სანქციებს-თქო, თორემ გარბის მამაჩემის მამასთან თავქუდმოგლეჯილი".

თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი:

"როგორი კეთილი და დიდსულოვანია და თანაც შეისმინა ჩვენი პრეზიდენტის მიმართვა..."

გიორგი გაბაშვილი, პოლიტიკოსი:

"პრიმაკოვის, პატრუშევის და ნეველის ძვლის ფონდები გამართავენ აქციას მოსკოვის პროსპექტზე ,,მადლობა ვოვა რო არ გაგვწირე" დღეს 23: 00 - აქციის მერე მოეწყობა მსვლელობა რ2 -თან ჩერეზ შულავერი - შემოგვიერთდით"!

ელენე ხოშტარია, პოლიტიკოსი:

"მგონია, რომ გავრილოვმა თხოვა, გული აუჩუყდა ორივეს..."

ნათია ინაური, ჟურნალისტი:

"პუტინისადმი სამადლობელი აქციები ჯერ არ დაუგეგმავთ?"