"გახარიამ ექსპერტებთან შეხვედრაზე გვითხრა, რომ აქციის დაშლის ბრძანება მისი გაცემულია"
"გახარიამ ექსპერტებთან შეხვედრაზე გვითხრა, რომ აქციის დაშლის ბრძანება მისი გაცემულია"
გახარიამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამის საკითხი ბოლომდე მისი პასუხისმგებლობაა და ბრძანებაც მისი გაცემულია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

არეშიძის თქმით, გახარია გადადგომას არ აპირებს.

"მინისტრმა მოყვა იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი, რა მოხდა ზოგადად 20 ივნისს. მისი თქმით, გამოძიება გრძელდება და ყველაფრის თქმის საშუალება არ აქვს. მან განაცხადა, რომ არ აპირებს არსად წასვლას, ხოლო, რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, თქვა, რომ ეს საკითხი ბოლომდე
არის მისი პასუხისმგებლობა, ისაა მთელი ამ პროცესის თავიდათავი და ბრძანებაც მისი გაცემული იყო მიტინგის დაშლასთან დაკავშირებით. ისაუბრა ყველა ტიპის დარღვევაზე, რომელიც იქ მოხდა, თუმცა კონკრეტიკა არ იყო. გახარიამ აღნიშნა, რომ ამ საქმეს იძიებს პროკურატურა და გაუსვა ხაზი იმას, რომ გადაცდენა იყო რამდენიმე შემთხვევაში. ჩვენ აქტიურად
ვთხოვდით, რომ გაგვაგებინოს, როდის იქნება რეზულტატი, როდის გაეცემა პასუხი მთავარ კითხვებს, რაზეც გვიპასუხა, რომ გარკვეული პასუხები არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით პროცესი მიმდინარეობს და ვერ გვეტყვის. ეს შესაძლოა, დროში გაიწელოს, რაც ჩვენთვის იყო არასასიამოვნო მოსასმენი და ზოგიერთმა ჩვენგანმა შესთავაზა სხვანაირი დაკმაყოფილება საზოგადოებრივი ინტერესისა, ანუ პროცესის მიხედვით. ჩვენი პოზიცია იყო ასეთი, საზოგადოება ითხოვს პასუხებს და ეს პასუხები კითხვებს რაც შეიძლება მალე უნდა გაეცეს,"- განაცხადა არეშიძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გუშინ დახურულ კარს მიღმა ექსპერტებს შეხვდა. საუბრის თემა 20-21 ივნისის აქციის დაშლა და მისი შედეგები იყო.

"ინტერპრესნიუსი"

?????
11 ივლისი 2019 13:09
რატომ აიღო გახარიამ თავის თავზე, როცა ის არაფერ შუაშია. პოლიტიკა დამპალი რამეა. გულში ჩაიხედოს მან.

რუბრიკის სხვა სიახლეები
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა