"საქმეში ყველა სახელი და გვარი ერთ ქვაბშია ჩაყრილი და იმისდა მიხედვით, რომელი პოლიტიკოსის განეიტრალება მოუნდებათ, ამოწევენ გვარს" - კვირის პალიტრა

"საქმეში ყველა სახელი და გვარი ერთ ქვაბშია ჩაყრილი და იმისდა მიხედვით, რომელი პოლიტიკოსის განეიტრალება მოუნდებათ, ამოწევენ გვარს"

ბრალის წარდგენა-არწარდგენა ჩვენი პროკურატურის მხრიდან ივანიშვილის პირობებში არის პირობითობა. ამ საქმეში ყველა სახელი და გვარი ერთ ქვაბშია ჩაყრილი და იმისდა მიხედვით, რომელი პოლიტიკოსი არ მოეწონება, რომლის განეიტრალება მოუნდება, პროკურატურა ამოწევს გვარს. არაფერს შეცვლის, ვიქნები ამ საქმეზე ბრალდებული თუ მოწმე, - ამის შესახებ სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის მიერ გამოკითხვიდან გამოსულმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი შეფასებით, "გამოცხადებული გაყალბების ქრონიკაა დღეს წარმოებული გამოძიება".

"სახელისუფლებო პროპაგანდიდან და გამოძიების კითხვებიდანაც იკვეთებოდა, რომ ხელისუფლების დაოუკებელი სურვილია, რაღაცნაირად პარალელი გაავლონ "ვარდების რევოლუციასთან". რაც შეეხება მელიას გამოსვლას, მკითხეს ამაზე. ნიკა მელიას გამოსვლა ონლაინ საერთოდ არ მომისმენია. ეს გავიგე მეორე დღეს. მისი გამოსვლა პირადად მე არ მომეწონა, მაგრამ სრული პოლიტიკური უტიფრობა და სამართლებრივი თავხედობაა ის, რომ მისი გამოსვლა და შემდეგ განვითარებული ჩხუბი პარლამენტის წინ მონათლო სახელმწიფო გადატრიალებად. ეს სამართლებრივი ნონსენსია და პირად საუბრებში გამომძიებლებიც და მოსამართლეებიც ამას აღიარებენ, რომ ეს არის სამართლებრივი პროპაგანდისთვის და არა სამართლის დადგენისთვის წარმოებული გამოძიება. გამოცხადებული გაყალბების ქრონიკა დღეს წარმოებული გამოძიება.

ბრალის წარდგენა-არწარდგენა ჩვენი პროკურატურის მხრიდან ივანიშვილის პირობებში არის პირობითობა. ის პირობითობა, რომ იმ საქმეში ყველა სახელი და გვარი ერთ ქვაბშია ჩაყრილი და იმისდა მიხედვით, რომელი პოლიტიკოსი არ მოეწონება, განეიტრალება მოუნდება, ამის მიხედვით ამ ქვაბიდან პროკურატურა ამოწევს გვარს. არაფერს შეცვლის, ვიქნები ამ საქმეზე ბრალდებული თუ მოწმე", - განაცხადა უგულავამ.

"ინტერპრესნიუსი"