"გახარიამ თქვა, რომ შესაძლოა, 20 ივნისის ღამეს გარკვეულწილად პანკისის მოვლენებმაც იმოქმედა, როცა პატარა რეზინის ტყვიებმა ზეგავლენა ვერ მოახდინა" - კვირის პალიტრა

"გახარიამ თქვა, რომ შესაძლოა, 20 ივნისის ღამეს გარკვეულწილად პანკისის მოვლენებმაც იმოქმედა, როცა პატარა რეზინის ტყვიებმა ზეგავლენა ვერ მოახდინა"

ექსპერტებთან შეხვედრაზე გახარიამ თქვა, რომ შესაძლოა, 20 ივნისის ღამეს გარკვეულწილად პანკისის მოვლენებმაც იმოქმედა, როცა პატარა რეზინის ტყვიებმა ზეგავლენა ვერ მოახდინა, - ამის შესახებ გენერალმა, ანალიტიკოსმა სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში ამირან სალუქვაძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

სალუქვაძის თქმით, შეცდომები არის ტყვიების გამოყენების ნაწილში და არა მის სახეობებში.

"პირველ რიგში ვთქვა ის, რომ როცა კომენტარს აკეთებ, მოსახლეობა შეცდომაში არ უნდა შეიყვანო და არ უნდა თქვა, რომ ეს არის დათვის საწინააღმდეგო ტყვია. ნებისმიერი იარაღი, რასაც პოლიციელი იყენებს, შეიძლება აღმოჩნდეს ლეტალური, გააჩნია როგორ გამოვიყენებთ.

მინისტრმა თქვა, რომ შესაძლოა, 20 ივნისის ღამეს გარკვეულწილად იმოქმედა პანკისის მოვლენებმა, როცა პატარა რეზინის ტყვიებმა ზეგავლენა ვერ მოახდინა. შეცდომები არის ტყვიების გამოყენების ნაწილში და არა მის სახეობებში.

ჩვენ შევთავაზეთ, რომ კარგი იქნება უცხოელი სპეციალისტების მოწვევა, მეტი სანდოობისაათვის, რომ ცალკეული მომენტები, სადაც კითხვები გაჩნდება გამოძიების დროს, იყოს შეფასებული მათ მიერ. გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ იყო შემთხვევები, სადაც არის ძალის გადამეტება, ანუ არ იყო აუცილებლობა და ვიღაცას დაავიწყდა, რომ ადამიანთან აქვს საქმე, მერე რა, რომ ის აპროტესტებდა და ერთი საათის წინ პოლიციელს ურტყამდა, სპეცრაზმელს აქვს თმენის ვალდებულება. გახარიამ ისიც აღნიშნა, რომ ეს ტყვიები, ნაყიდია 2012 წელს, წინა ხელისუფლებამ შეისყიდა არჩევნებამდე სამი თვით ადრე", - განაცხადა სალუქვაძემ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გუშინ ექსპერტებს შეხვდა. საუბრის თემა იყო 20-21 ივნისის აქციის დაშლა და მისი შედეგები.

იხილეთ ასევე: "გახარიამ ექსპერტებთან შეხვედრაზე გვითხრა, რომ აქციის დაშლის ბრძანება მისი გაცემულია"

"ინტერპრესნიუსი"