პესკოვი: "საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა"
10-07-2019
პესკოვი: "საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა"
კრემლს ნაადრევად მიაჩნია საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე ლაპარაკი. სიტუაციას დავაკვირდებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსთან ფრენების აკრძალვა იძულებითი ნაბიჯია, შესაბამისად, სიტუაციაზე მუდმივი მონიტორინგი განხორციელდება.

"როგორც კი გაჩნდება იმის ნიშნები, რომ სიტუაცია ნორმალიზებულია რუსი ტურისტებისთვის, რუსოფობიული გამოვლინებების შედეგი გაქრა, მაშინ იქნება ანალიზისა და სხვა გადაწყვეტილებების მიღების დრო, ჯერ ამაზე ლაპარაკი ადრეა. რა თქმა უნდა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ადრე თუ გვიან ეს
მოხდება, მაგრამ ჯერ, ქართული საზოგადოების ასეთი ძლიერი პოლარიზაციისას, თან ექსტრემისტული ელფერით, რუსოფობიური გამოვლინებებით, არსებობს საქართველოში რუსი ტურისტების დიდი რაოდენობის ყოფნის ობიექტური საშიშროება", - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვით, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენები
აეკრძალათ. რაც შეეხება ქართულ ავიაკომპანიებს, რუსეთის მიმართულებით მათი რეისებიც 8 ივლისიდან შეჩერდა. ამის მიზეზი რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებაა. როგორც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამის მიზეზია სათანადო საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ასევე ვადაგადაცილებული დავალიანება.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?