"ისტორიის გაყალბებით, ძალმომრეობით ქართველის დამორჩილება ვერ მოახერხა ვერც მურვან ყრუმ, ვერც თემურ ლენგმა, ვერ შაჰ-აბასმა და ვერც პუტინი მოახერხებს"
"ისტორიის გაყალბებით, ძალმომრეობით ქართველის დამორჩილება ვერ მოახერხა ვერც მურვან ყრუმ, ვერც თემურ ლენგმა, ვერ შაჰ-აბასმა და ვერც პუტინი მოახერხებს"
ისტორიის გაყალბებით, ძალმომრეობით ქართველი არასდროს არავის დაუმორჩილებია და ვერც ვერასდროს დაიმორჩილებს. ეს ვერ მოახერხა ვერც მურვან ყრუმ, ვერც თემურ ლენგმა, ვერ შაჰ-აბასმა და ვერც ბატონი პუტინი მოახერხებს ,- ამის შესახებ "ინტერპრესნუსს" ისტორიკოსმა სვიმონ მასხარაშვილმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადების შეფასებისას განუცხადა.

როგორც ისტორიკოსი აცხადებს, ვლადიმერ პუტინმა ბევრი ტყუილი თქვა საკუთარ განცხადებაში.

"სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი", როგორც ტერმინი გაჩნდა მხოლოდ 1922 წელს, მანამდე არავითარი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ოსეთის სამთავროსი და ა.შ. საქართველოს
ტერიტორიაზე, შიდა ქართლში არ არსებობდა, მითუმეტეს, 1774 წელს არ არსებობდა. არ ვიცი ბატონი პუტინი რა დოკუმენტებს ფლობს საკუთარი სიტყვების დასადასტურებლად, თუმცა ფაქტები საპირისპიროა. რაც შეეხება აფხაზეთს, ერთადერთი სიმართლე, რომელიც პუტინმა თქვა ამ განცხადებაში იყო ის, რომ 1810 წელს აფხაზეთის სამთავრო მართლაც შედიოდა რუსეთ-ოსმალეთის ომის პერიოდში
რუსეთის მფარველობის ქვეშ",- განაცხადა მასხარაშვილმა.

ისტორიკოსი გამორიცხავს, რომ ვლადიმერ პუტინმა ის ელემენტარული ისტორია, რომელზეც საუბრობდა, არ იცოდეს.

"რა თქმა უნდა, არავითარი გენოციდი არ მომხდარა. კითხვა მაქვს პუტინთან რაში სჭირდება ეს ყველაფერი? ისტორიის გაყალბებით, ძალმომრეობით ქართველი არასდროს არავის დაუმორჩილებია და ვერც ვერასდროს დაიმორჩილებს. სამწუხაროდ, ქართველის დამორჩილება ხდებოდა მოფერებით, გუნდრუკის ქნევით და ა.შ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ელემენტარული ისტორია პუტინის ადმინისტრაციამ არ იცის და მას არ მოახსენებენ. შთაბეჭდილება რჩება, რომ არასწორი მიდგომაა ზეწოლით ჩვენი დამორჩილების. 80-იანი წლებიდან ამას აკეთებს მოსკოვი ჩვენს წინააღმდეგ, მართალია ჩვენ დავზარალდით , მაგრამ მან ხომ მიზანს ვერასდროს მიაღწია. საქარველოს დამორჩილება ასეთი ძალმომრეობითი მექანიზმით ვერასდროს ვერავინ მოახერხა - ვერც მურვან ყრუმ, ვერც თემურ ლენგმა, ვერ შაჰ-აბასმა და ვერც ბატონი პუტინი მოახერხებს",- განაცხადა სვიმონ მასხარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" საქართველოს შემადგენლობაში შესვლის ისტორიის საკუთარ ვერსიას ყვება.

როგორც პუტინმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა, "პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა, შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია". რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, პუტინის განმარტებით, 1919-1920 წლებში საქართველომ სამხრეთ ოსეთში გენოციდი მოაწყო.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები