"გახარიას განცხადებით, პარლამენტის დაცვა ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაათმაგებული რაოდენობის საშვების გამოწერის გამო გააძლიერეს" - კვირის პალიტრა

"გახარიას განცხადებით, პარლამენტის დაცვა ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაათმაგებული რაოდენობის საშვების გამოწერის გამო გააძლიერეს"

გიორგი გახარიამ ისაუბრა, თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, თუ რატომ უნდა გაეძლიერებინათ პარლამენტის დაცვა, ამის ერთ-ერთი ინდიკატორი იყო გაათმაგებული რაოდენობით საშვების გამოწერა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან,- ამის შესახებ ანალიტიკოსმა სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში ამირან სალუქვაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრი ექსპერტებს და ანალიტიკოსებს ჟურნალისტების გარეშე, დახურულ ფორმატში შეხვდა და 20 ივნისის მოვლენებზე ესაუბრა.

"მან ციფრებიც კი დაასახელა, რომ საშუალოდ დღეში თუ, მაგალითად, რომელიმე პარტია 2-3 საშვს უშვებდა, ამ შემთხვევაში დეპუტატები ახდენდნენ 10 და მეტი საშვის დაშვებას. მთლიანობაში, ეს, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდ ციფრს მიიღებდა. დავუშვათ, რომ 30-40-მა დეპუტატმა 10-20 ადამიანი რომ შეიყვანოს, გამოდის რამდენიმე ასეული მხარდამჭერი შიგნით. ეს იყო ერთ-ერთი მიმანიშნებელი, რის გამოც მიიღეს ის ზომები, რაც მიიღეს," - განაცხადა ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"