"თქვენ ძალიან კარგად იცით ჩემი პოზიცია პრეზიდენტ პუტინის ტაქტიკის შესახებ, უკეთესი იქნება თუ დღეს კომენტარისგან თავს შევიკავებ" - კვირის პალიტრა

"თქვენ ძალიან კარგად იცით ჩემი პოზიცია პრეზიდენტ პუტინის ტაქტიკის შესახებ, უკეთესი იქნება თუ დღეს კომენტარისგან თავს შევიკავებ"

ვფიქრობ, თქვენ ძალიან კარგად იცით ჩემი პოზიცია და მოსაზრება პრეზიდენტ პუტინის ტაქტიკისა და სტრატეგიის შესახებ, - აღნიშნული განცხადება საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოს შეუძლია ევროკავშირის იმედი რთულ ვითარებაშიც ჰქონდეს.

"ჩემი მიზანი აქ, საქართველოში არ არის ის, რომ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად დაძაბვა გამოვიწვიო, მაგრამ ერთი რამ ცხადი უნდა იყოს, საქართველოს შეუძლია, ევროკავშირის იმედი ჰქონდეს ასევე რთულ ვითარებაში. სოლიდარობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დროებითი არ არის, არამედ მუდმივი იქნება. მაგრამ ჩემი რწმენისა და ემოციების გამო გაცილებით უკეთესი იქნება თუ დღეს ნებისმიერი სახის კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ და ეს ასევე თქვენთვისაც კარგი იქნება,"- განაცხადა დონალდ ტუსკმა.

იხილეთ ასევე: დონალდ ტუსკმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე ვაჟა-ფშაველას წერილიდან ციტატა ქართულ ენაზე წაიკითხა

"ინტერპრესნიუსი"