"თქვენ ძალიან კარგად იცით ჩემი პოზიცია პრეზიდენტ პუტინის ტაქტიკის შესახებ, უკეთესი იქნება თუ დღეს კომენტარისგან თავს შევიკავებ"
11-07-2019
"თქვენ ძალიან კარგად იცით ჩემი პოზიცია პრეზიდენტ პუტინის ტაქტიკის შესახებ, უკეთესი იქნება თუ დღეს კომენტარისგან თავს შევიკავებ"
ვფიქრობ, თქვენ ძალიან კარგად იცით ჩემი პოზიცია და მოსაზრება პრეზიდენტ პუტინის ტაქტიკისა და სტრატეგიის შესახებ, - აღნიშნული განცხადება საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოს შეუძლია ევროკავშირის იმედი რთულ ვითარებაშიც ჰქონდეს.

"ჩემი მიზანი აქ, საქართველოში არ არის ის, რომ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად დაძაბვა გამოვიწვიო, მაგრამ ერთი რამ ცხადი უნდა იყოს, საქართველოს შეუძლია, ევროკავშირის იმედი ჰქონდეს ასევე რთულ ვითარებაში. სოლი
დარობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დროებითი არ არის, არამედ მუდმივი იქნება. მაგრამ ჩემი რწმენისა და ემოციების გამო გაცილებით უკეთესი იქნება თუ დღეს ნებისმიერი სახის კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ და ეს ასევე თქვენთვისაც კარგი იქნება,"- განაცხადა დონალდ ტუსკმა.


"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები