"ყველაზე მარტივი ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლაა" - კვირის პალიტრა

"ყველაზე მარტივი ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლაა"

ახლა ჩემი წასვლა ამ მომენტში არის პასუხისმგებლობიდან გაქცევა, არათუ პასუხისმგებლობის აღება- განაცხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისი თქმით ის იდგა გადაწყვეტილების წინაშე, გადაერჩინა საკუთარი იმიჯი, თუ მიეღო სწორი გადაწყვეტილება.

"ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ თანამდებობაზე. ყველაზე მარტივი ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლაა. ყველაზე მარტივი გამოსავალია, თუმცა ამასთან ერთად ჩემთვის წასვლა ამ მომენტში ეს არის პასუხისმგებლობიდან გაქცევა არათუ პასუხისმგებლობის აღება. ახალგაზრდები ახლა საუბრობენ რაღაც შეცდომაზე, მათ ჯერ არ აქვთ გათვიცნობიერებული, რას ნიშნავს სახელმწიფო სამსახურში ყოფნა. რას ნიშნავს საქართველოსნაირ ქვეყანაში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რას ნიშნავს, როდესაც შენი ქვეყნის პარლამენტს, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენჯერმე იყო შტუმრით აღებული, კიდევ ერთხელ, მესამედ ესხმიან თავს ფიზიკურად, ჯგუფურად, სისტემურად და ორგანიზებულად. ოკუპაციის საფარქვეშ კონკრეტული პოლიტიკოსები ადამიანების ემოციების პარლამენტის შენობაზე ფიზიკურ შეტევად გადაქცევას ცდილობდნენ, ინსტიტუციების ნგრევისა და ჩამოშლის მიზნით ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას, თორემ დღესაც ვერ ხსნიან, რა უნდა ყოფილიყო შეჭრის შემდგომი ნაბიჯი. და შენ, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი, დგახარ გადაწყვეტილების წინაშე, რა უნდა გააკეთო - გადაარჩინო შენი იმიჯი თუ მიიღო კომპრომისული გადაწყვეტილება. მინდა ვუთხრა ყველას, იმ ახალგაზრდებს რომლებიც დგანან ამ წამს გარეთ და სწამთ, რომ მართალ საქმეს აკეთებენ, პოლიტიკოსებს, რომლებსაც მათ უკან ვხედავთ, ძალის გამოყენებით პარლამენტის შენობაში შეჭრით ძალაუფლების მოპოვება ან სხვა სახის პოლიტიკური პრეფერენციის მოპოვება შეუძლებელი უნდა იყოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ გადაცემა "რეაქციაში".

"ინტერპრესნიუსი"