"მნიშვნელობა არ აქვს, რას დამიძახებენ - სისხლისმსმელი, თვალებისმთხრელი, მე არ მაქვს უფლება, დავუშვა კომპრომისი" - კვირის პალიტრა

"მნიშვნელობა არ აქვს, რას დამიძახებენ - სისხლისმსმელი, თვალებისმთხრელი, მე არ მაქვს უფლება, დავუშვა კომპრომისი"

ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას დამიძახებენ - სისხლისმსმელი, თვალებისმთხრელი, მე არ მაქვს უფლება, დავუშვა კომპრომისი, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მინისტრის განცხადებით, პოლიციის დელეგიტიმაციის მცდელობაა, თუმცა ამის საშუალება არავის მიეცემა.

"ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას დამიძახებენ, როგორ შემაფასებენ - სისხლისმსმელი, თვალებისმთხრელი და ა.შ. მე ვბრაზობ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, როცა არ მაძლევენ საშუალებას, ავხსნა, რომ მე არ მაქვს უფლება დავუშვა კომპრომისი. არ გავაკეთებ ამას და ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელსაც მარტო მე კი არა, ის თითოეული პოლიციელი ატარებს, რომელმაც ღირსეულად ჩაატარა ის ღამე. თუმცა, რა თქმა უნდა, მესმის რომ იყო გადაცდომები და ისიც კარგად მესმის, რომ ჩემი და შს სამინისტროს დელეგიტიმაციის მცდელობაა, რომელიც დღეს საყოველთაო გახდა, ვერავინ ამ კომპლექსს ვერ შეგვიქმნის",- განაცხადა გახარიამ გადაცემა "რეაქციაში".