"მნიშვნელობა არ აქვს, რას დამიძახებენ - სისხლისმსმელი, თვალებისმთხრელი, მე არ მაქვს უფლება, დავუშვა კომპრომისი"
11-07-2019
"მნიშვნელობა არ აქვს, რას დამიძახებენ - სისხლისმსმელი, თვალებისმთხრელი, მე არ მაქვს უფლება, დავუშვა კომპრომისი"
ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას დამიძახებენ - სისხლისმსმელი, თვალებისმთხრელი, მე არ მაქვს უფლება, დავუშვა კომპრომისი, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მინისტრის განცხადებით, პოლიციის დელეგიტიმაციის მცდელობაა, თუმცა ამის საშუალება არავის მიეცემა.

"ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას დამიძახებენ, როგორ შემაფასებენ - სისხლისმსმელი, თვალებისმთხრელი და ა.შ. მე ვბრაზობ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, როცა არ მაძლევენ საშუალებას, ავხსნა, რომ მე არ მაქვს უფლება დავუშვა კომპრომისი. არ გავაკეთებ ამას და
ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელსაც მარტო მე კი არა, ის თითოეული პოლიციელი ატარებს, რომელმაც ღირსეულად ჩაატარა ის ღამე. თუმცა, რა თქმა უნდა, მესმის რომ იყო გადაცდომები და ისიც კარგად მესმის, რომ ჩემი და შს სამინისტროს დელეგიტიმაციის მცდელობაა, რომელიც დღეს საყოველთაო გახდა, ვერავინ ამ კომპლექსს ვერ
შეგვიქმნის",- განაცხადა გახარიამ გადაცემა "რეაქციაში".



Rezo
14 ივლისი 2019 18:25
Ara maqvs kithva imaze unda miego tu ara zomebi minisrs tu ara, shekrebam calsahad miigo umartavi hasiati da mocodeba shuagamisas parlamentshi shevardnis shesaheb raga tqma unda iyo danashauli. Magram maqvs kithva ramdenad proporciulad iyo zala gamoyenebuli?
Cklis chavli sheizleba, cremlsadeni gazic albat magram ra sachiro iyo rezinis tyviebis gamoyeneba mati damiznebit srola da adamianebis janmrtelobis amgvarad dazianeba namdvilad gaurkvevelia. Scored am nacilshi unda mohdes ministris pasuhismgeblobis dayeneba.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები