"ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ" - რას ამბობს საგარეო უწყების წარმომადგენელი გახარიას განცხადებაზე - კვირის პალიტრა

"ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ" - რას ამბობს საგარეო უწყების წარმომადგენელი გახარიას განცხადებაზე

ასეთი რამ პირველად მესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა. ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ის 20 ივნისს რამდენიმე ქვეყნის ელჩებთან ერთად პარლამენტის შენობიდან აკვირდებოდა მოვლენებს.

როგორც კონსტანტინიდმა ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთი რამ საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით არ ყოფილა.

"ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას. ასეთი რამ პირველად მესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა. ასეთი რამ ჩვენი უწყების ეგიდით არ ყოფილა. ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ. არ ყოფილა ასეთი რამ,"- განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

"ინტერპრესნიუსი"