"ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ" - რას ამბობს საგარეო უწყების წარმომადგენელი გახარიას განცხადებაზე
12-07-2019
"ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ" - რას ამბობს საგარეო უწყების წარმომადგენელი გახარიას განცხადებაზე
ასეთი რამ პირველად მესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა. ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ის 20 ივნისს რამდენიმე ქვეყნის ელჩებთან ერთად პარლამენტის შენობიდან აკვირდებოდა მოვლენებს.

როგორც კონსტანტინიდმა ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთი რამ საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით არ ყოფილა.

"ვერ დაგიდასტურებთ ამ
ინფორმაციას. ასეთი რამ პირველად მესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა. ასეთი რამ ჩვენი უწყების ეგიდით არ ყოფილა. ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ. არ ყოფილა ასეთი რამ,"- განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

"ინტერპრესნიუსი"

###
12 ივლისი 2019 20:27
რა ამის პასუხია და იქნებ გვითხრათ ბერძნული ეკლესიის როლი იმ ავად ხსენებულ გავრილოვურ-მართლმადიდებლურ სამიტში?
Kote
12 ივლისი 2019 14:36
Mahsovs ramodenime qveynis elchi martlac movida im games parlamenttan. Germaniis elchma tele interviuc misca parlamentis shenobidan. Ar vici vin gauketa mobilizacia magram elchebi martlac iyvnen.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები