"როგორც 1991 წლის დეკემბრის მოვლე­ნების მონაწილე, ვამბობ, რომ მაშინ ჩვენც დასასჯელები ვიყავით" - კვირის პალიტრა

"როგორც 1991 წლის დეკემბრის მოვლე­ნების მონაწილე, ვამბობ, რომ მაშინ ჩვენც დასასჯელები ვიყავით"

მართებულია თუ არა 20-21 ივნისისი მოვლენების გამოსაძიებლად არძრული სისხლის სამართლის საქმის გადაკვალიფიცირება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად? - ამ კითხვაზე პასუხად ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განაცხადა:

- იურისტი არა ვარ, ამიტომ შემიძლია მხოლოდ პოლიტიკური შეფასება გავაკეთო. ოპოზიციის ლიდერები აპირებდნენ სახელმწიფო დაწესებულებაში ძალადობრივად შეჭრას, ამას რა მოჰყვებოდა სახელმწიფო გადატრიალება თუ ხელისუფლების დამხობა, მეორე საკითხია. ეს უმძიმესი მუხლია და სერიოზულ მტკიცებულებებს მოითხოვს.

მე, როგორც 1991 წლის დეკემბრის მოვლენების მონაწილე, მაშინ ოპოზიციის მხარეს ვიყავი და ვიცი, მაშინდელმა ჩვენმა ნაბიჯებმა რა ნაყოფი გამოიღო - მაშინ დაღვრილი სისხლი მერე სისხლის ზღვად იქცა და ქვეყნის განვითარება იმდენად შეაფერხა, რომ დღესაც ვერ გავმართულვართ წელში. მაშინ ჩვენც დასასჯელები ვიყავით.

აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ვინც ახალგაზრდებს მოუწოდებდა პარლამენტში შეჭრისკენ, მათი საქციელი ყოვლად დაუშვებელია. იხილეთ სრულად