"გიორგი გახარია არამარტო გადადგება, არამედ ციხეში ჩაჯდება - რა დააშავა ვანო მერაბიშვილმა ამაზე მეტი?!"
12-07-2019
"გიორგი გახარია არამარტო გადადგება, არამედ ციხეში ჩაჯდება - რა დააშავა ვანო მერაბიშვილმა ამაზე მეტი?!"
შინაგან საქმეთა მინისტრის გუშინდელი ინტერვიუ იყო ნიმუში იმისა, როგორ შეიძლება კაცმა თავს უფლება მისცეს მთელს საზოგადოებას შეაფურთხოს და შეურაცხყოფა მიაყენოს, - ასე შეაფასა გიორგი გახარიას გუშინდელი ინტერვიუ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ყოფილმა დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა.

"გუშინდელ ინტერვიუში გიორგი გახარიას სახელი და გვარიც არ უთქვამს სწორად, არც თავისი და არც გადაცემის წამყვანის. ამდენი ტყუილი, ამდენი ცილისწამება, ამდენი ბოღმა, ამდენი სისულელე, ამდენი უვიცობა… ცხოვრებაში არ მინახავს. ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ინტერვიუთი გამოვიდოდა შინაგან
საქმეთა მინისტრი და საზოგადოებაში კიდევ დარჩებოდა ვინმე, ვისაც დარჩებოდა შეკითხვები - პირველი არის თუ არა ეს ნორმალური ადამიანი?! - მე მგონი, ეს არ არის ნორმალური ადამიანი. მეორე: რაიმე ტიპის პასუხისმგებლობა ცხოვრებაში უკისრია?! - მე მგონი არა. მან შეურაცხყოფა მიაყენა ახალგაზრდებს, მან შეურაცხყოფა მიაყენა სიმართლეს.
მან,
რომელმაც ბოდიში მოიხადა ყველაფერზე, ბოდიში არ მოიხადა ბავშვებს რომ თავლები დათხარა, ხალხი დაასახიჩრა, დევნის ოპერაციაზე გასცა ბრძანება - ამაზე არ მოიხადა ბოდიში. მოვიგერიეთო ამბობს - მოგერიება თუ იყო თავიდან, დილის 06:00 საათზე რაც ხდებოდა, ის რა იყო მაშინ?! ჩვენი საზოგადოება ან თავს იბრმავებს ან იმდენად არიან შეშინებული პოლიტიკურად რომ ვინმე არ მობრუნდეს, აშკარა რაღაცაზე ხმას არ იღებს. შვილებს გიხოცავენ ხალხო, ჩვენს შვილებს ხოცავს ეს მანიაკი, ეს არანორმალური. ვფიქრობ, ამის მხარდამჭერები გონზე არ არიან. საკმარისი დრო გავიდა და საკმარისი მასალა იმისთვის, რომ ყველაფერი გაირკვეს", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგება გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი და მას მოუწევს ციხეში ჩაჯდომა. ლევან ბერძენიშვილმა გახარიასა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს შორისაც გაავლო პარალელი.

"ყველაზე მთავარი ისაა, რომ ის არამარტო გადადგება, არამედ ციხეში ამოლპება. ამის გარანტიას მე, უბრალო ადამიანი ვიძლევი. ამაზე მეტი რა დააშავა ვანო მერაბიშვილმა?! ან საერთოდ რა მეტ დანაშაულზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?! კაცი იმასაც კი არ კისრულობს, რომ თავისი დანაშაული სხვამ გამოიძიოს და ახლა ადარებენ 2007 წლის მოვლენებს. შევახსენებ, რომ 2007 წელს სააკაშვილი მაშინდელი პრეზიდენტი და პირველი პირი გადადგა. ახლა მარტო გახარია კი არა მთელი მთავრობა უნდა მიდიოდეს. მაგრამ მთავრობას ისეთი ხელმძღვანელი ჰყავს ბახტაძის სახით, რომ მისი გადადგომა არავის აინტერესებს ან სად უნდა გადადგეს ბახტაძე? - სადაც არ ხარ, იქიდან ვერ გადადგები. აი, გახარიას კი აქვს რეალური ძალაუფლება და ამ სკამს არის ჩაბღაუჭებული. ეს არის მანიაკი, რომელიც ქადაგებს ბოროტებას", - განაცხადა ბერძენიშვილმა და იქვე დასძინა, რომ გახარია რუსეთის ინტერესების გამტარია და საქართველოში შემოსასვლელად რუსეთს პლატფორმას უმზადებს ქვეყანაში.

"ეს კაცი პლატფორმას უმზადებს რუსეთს საქართველოში შემოსასვლელად. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის მტერია, რომელიც მოქმედებს კრემლში დაწერილი სცენარით. ამიტომ საზოგადოებას ვურჩევ, დროზე გაახილოს თვალი. თუნდაც ინგას სახელი რომ არ ახსოვდა, ვითომ ამ "კაგებეშნიკური" გამოხტომებით მოსკოვში "ფსბ"-ს ჩააბაროს ანგარიში. ეს კაცი აშკარად პუტინის დასმულია. მისი მოშორება არის სახელმწიფო ინტერესებში. აშკარა ამბავია, რომ ეს არის რუსეთი აგენტურა, ეს არის მტერი შემოგზავნილი საქართველოში, რაც არ უნდა დაიბრმავონ თვალი "ქოცების" მომხრეებმა, ჩვენ თავს არ დავაბრმავებინებთ", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

დათო
12 ივლისი 2019 23:57
წადი მერე, მიუჯექი შენს ვანოსა გვერდით - ფერი ფერს - და ანუგეშე
12 ივლისი 2019 16:03
ამას თუ ვერ ხვდები რა გინდოდა პარლამენტში რისთვის იყავი ვაი უბედურო საქართველო ვის ხელშია
la-bu
12 ივლისი 2019 15:33
ბატონო ლევან აკი "ოცნება" არ ვარგაო?, რატომ ოცნებობთ, თქვენ ვინ მოგცათ უფლება ჩემს და სხვა ჩემსავით მოაზროვნე ხალხის ნაცვლად რომ იღებთ გადაწყვეტილებას? თუ ასე მნიშვნელოვანია თქვენი აზრი სარწმუნო გახდეს, მაშინ ამისათვის არსებობს რ ე ფ ე რ ა ნ დ უ მ ი. მე მგონი გასაგებია!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები