საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ელჩის დაბარება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

"სამწუხაროდ, ასეთი ქმედებები ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას და ამ ინციდენტს განვიხილავთ, როგორც ორ ქვეყანას შორის დაპირისპირებისკენ მიმართულ პროვოკაციას", - აცხადებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

"ჩვენ ქართულ მხარეს ვთხოვეთ ინციდენტის გამოძიება, შესაბამისი ზომების მიღება და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმირება
შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები