"ხელისუფლება ერთი ბარტყის გადმოგდების პრინციპით მუშაობს" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება ერთი ბარტყის გადმოგდების პრინციპით მუშაობს"

ხელისუფლება ერთი ბარტყის გადმოგდების პრინციპით მუშაობს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

უდუმაშვილის თქმით, გახარია 20 ივნისის ღამის მთავარი ორგანიზატორია.

"წარმოიდგინეთ, ერთი თვის მანძილზე ვნახეთ, რომ ერთ პოლიციელს შეუჩერდა უფლებამოსილება დღეს კიდევ ერთი პოლიციელი დააკვეს. ერთი ბარტყის პრინციპით მუშაობს ხელისუფლება. ჩვენი მთავარი ამოცანაა რომ 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგბელობა აიღოს გიორგი გახარიამ, შემდმგ უკვე უნდა გამოიკვლიონ მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი .გახარია არის მთავარი ორგანიზატორი 20 ივნისის ღამის", -განაცხდა ზაალ უდუმაშვილმა.

პროკურატურის ინფორმაციით, 20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, 1 პოლიციელი დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"