"მავნებლობას ჩადიან, როდესაც სკოლაში გოგებაშვილის სახელმძღვანელოს აბრუნებენ" - კვირის პალიტრა

"მავნებლობას ჩადიან, როდესაც სკოლაში გოგებაშვილის სახელმძღვანელოს აბრუნებენ"

"სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

ბახტაძის თქმით, ახალი სასწავლო წლიდან ყველა პირველკლასელი უფასოდ მიიღებს "დედა ენას".

ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის "დედა ენის" დაბრუნების საკითს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი:

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი და განათლებისა და კიდევ ბევრი რამის მინისტრი მავნებლობას ჩადიან, როდესაც სკოლაში გოგებაშვილის სახელმძღვანელოს აბრუნებენ. ენა ყოველღიურად იცვლება და ბავშვმა თანამედროვე ენა უნდა ისწავლოს. დაბრმავება არ იკმარეს და ახლა ჩვენს შვილებს დამუნჯებას უპირებენ. ბატონო ლინგვისტებო, მეცნიერებო, ამოიღეთ ხმა ამ უვიცობის წინააღმდეგ!", - წერს ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

წყარო