საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი - კვირის პალიტრა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი.

საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი, დადგენილებით მიიღებს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხადა, ქუცნაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი უახლოეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, პირველ საკითხად გავა.

ცნობისთვის, ქუცნაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, ის თბილისში გამართული სესიის, რომელიც საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა, ერთ-ერთი ორგანიზატორი და ინიციატორი იყო. 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ქუცნაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თხოვნით მიმართა.

"ინტერპრესნიუსი"