ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ბათუმში "ქართული ოცნების" რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრა მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ბათუმში "ქართული ოცნების" რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრა მიმდინარეობს

ბათუმში "ქართული ოცნების" რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრა მიმდინარეობს. ბათუმის "ჰილტონში" პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და სხვა წევრები იმყოფებიან.

პოლიტსაბჭოს წევრები ამ წუთებში იკრიბებიან. სავარაუდოდ, პარტიის წევრები "ქართული ოცნების" რეგიონულ ხელმძღვანელს აირჩევენ. სავარაუდოდ, პარტიაში ორგანიზაციულ სტრუქტურულ ცვლილებებზეც იმსჯელებენ.

"ინტერპრესნიუსი"