"ეს იყო სირცხვილი" - რას ამბობს ბიძინა ივანიშვილი გაბუნიასა და გვარამიაზე - კვირის პალიტრა

"ეს იყო სირცხვილი" - რას ამბობს ბიძინა ივანიშვილი გაბუნიასა და გვარამიაზე

მე ვგმობ, რა თქმა უნდა, გვარამიას და გაბუნიას გამოსვლებს. ეს დასაგმობია ყველა ქართველისგან, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისგან რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფაზე შესაბამის რეაგირებას ელოდება.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ის გამოსვლა, რაც "რუსთავი 2"-ზე საზოგადოებამ მოისმინა, არამხოლოდ ამ არხის, არამედ ქვეყნის სირცხვილია.

"ეს არის სირცხვილი ჩვენი კულტურის. ასეთი ლანძღვა რაც ჩვენ მოვისმინეთ... რა თქმა უნდა, საზოგადოება ამას განსჯის. მიუხედავად "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დიდი მცდელობისა, რომ ტურიზმი შეჩერდეს საქართველოში, ეკონომიკა დაინგრეს, ვაჭრობა გაჩერდეს, მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს და საქართველოში ეკონომიკა აღორძინდეს. მე ვგმობ, რა თქმა უნდა, გვარამიას და გაბუნიას გამოსვლებს. ეს დასაგმობია ყველა ქართველისგან. ეს იყო, რა თქმა უნდა, არაქართველური და არაკულტურული გამოსვლა და იყო სირცხვილი", - განაცხადა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო