"კობახიძე გუნდს გადაეფარა... კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, ის თანამდებობაზე არ იომებს" - კვირის პალიტრა

"კობახიძე გუნდს გადაეფარა... კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, ის თანამდებობაზე არ იომებს"

გავრილოვის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომა პროტოკოლური შეცდომა იყო, კობახიძე კი გუნდს გადაეფარა - ასეთია და კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, ის თანამდებობაზე არ იომებს, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია, არამედ, მან შეხედა სიტუაციას და დატოვა მანდატი, ხოლო შს მინისტრის გადადგომა "ნაციონალურ მოძრაობას" სურს.

"კობახიძეს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახერხა ამ სიტუაციის აჟიტირება. რა თქმა უნდა, შეცდომა იყო, რომ გავრილოვი სპიკერის სავარძელში ჩაჯდა, მაგრამ ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რაც პროტოკოლში არ ეწერა. კობახიძის შეცდომა არ ყოფილა. ამას მოჰყვა ობიექტური აღშფოთება საზოგადოების, კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, გადაეფარა გუნდს, სიტუაციას და დატოვა მანდატი. ასეა დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი, ასეთია გახარიაც და კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, ის თანამდებობაზე საერთოდ არ იომებს. გახარიას გადადგომა, რაც დღეს სურს "ნაციონალურ მოძრაობას" , ნიშნავს იმას, რომ ხვალ მოადგებიან პარლამენტს და პოლიცია აღარ უნდა დახვდეს, მოძალადეები უნდა შევიდნენ პარლამენტში", - განაცხადა ივანიშვილმა.

იხილეთ ასევე: "ხალხი ბრძენია და ყველაფერს ამჩნევს" - რას ამბობს ივანიშვილი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო