"ერთ ცოდვას ჩავიდენ და ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის პარალელს გავავლებ"
"ერთ ცოდვას ჩავიდენ და ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის პარალელს გავავლებ"
ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მოულოდნელად გამოთქმული პოზიციები არ ყოფილა, - ამის შესახებ ექსპერტმა რამაზ საყავრელიძემ "ინტეპრესნიუსთან" "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებების შეფასებისას განმარტა.

"მისი განცხადებები ალბათ, მოულოდნელი იქნებოდა სხვა რამ რომ თქმულიყო. ივანიშვილის პროგნოზი ადვილია ხოლმე, თუ მას არ აქვს ექსკლუზიური ინტერვიუ, სადაც მჯელობს მოვლენებზე გაშლილად და არა ასე ფრაგმენტულად. იქამდე ეს ძირითადი პოზიციები გახმაურებული აქვთ ხოლმე "ოცნების" წევრებს და ვხედავთ, რომ იგივე პოზიციები გვესმის ივანიშვილისგანაც", - აღნიშნა საყვარელიძემ.

რაც
შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ "რუსი ტურისტების საქართველოში შემოსვლა და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები მნიშვნელოვანი საფუძველია იმისა, რომ პოლიტიკოსების მიერ დაშვებული შეცდომები გამოსწორდეს", საყვარელიძე აცხადებს, რომ ივანიშვილი ახლა ისე იქცევა, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მოიქცა, როცა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად, მან რუსეთის მიმართულებით
"ეკონომიკური და კულტურული ინიციატივების გამოვლენა ინტენსიური გახადა".

"ერთ ცოდვას ჩავიდენ და გავავლებ პარალელს ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის. 2008 წლის ომი რომ სწრაფად წავაგეთ, სააკაშვილმა სასწრაფოდ დაიწყო ეკონომიკური ინიციატივების გამოვლენა. იქ გვახსოვს, რომ კულტურულ ინიციატივებზეც იყო საუბარი, იმიტომ, რომ შეეჩერებინა რუსული აგრესია. სააკაშვილს რეალურად ეშინოდა, რომ რუსეთი გადმოლახავდა ამ რეგიონებს და თბილისისკენ დაიძვრებოდა. შემთხვევით არ იყო, რომ სომხეთთან იყო ჩამწკრივებული მანქანები. ეს ტალღა რუსული აგრესიის რომ შეეჩერებინა, მან ინტერნსიური გახადა ეკონომიკა და კულტურა რუსეთის მიმართულებით იმიტომ, რომ ეს აჩერებს ამ აგრესიას. ის, რაც ივანიშვილმა დღეს თქვა, არ არის აღმოჩენა, რომ სადაც ინტენსიურია სხვადასხვა ტიპის ურთიერთბები, იქ აგრესია კლებულობს. აქ აგრესიის შემცირებაზეა ლაპარაკი, ტერიტორიებს ამით დავიბრუნებთ თუ არა, ეს სხვა არის. იგივე რუსეთში, ტურისტების მხრიდან, ჩამოყალიბებულია აზრი, რომ საქართველო მშვიდობიანი ქვეყანაა, კეთილგანწყობილები არიან რუსების მიმართ", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

კითხვაზე, ივანიშვილის ამ განცხადებიდან გამომდინარე, შეგვიძლია თუ არა ჩავთვალოთ, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ საფრთხე არსებობდა, საყვარელიძე აცხადებს, რომ, "ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ ასე ფიქრი საფუძველს მოკლებული არ იყოს".

"ჯერ ერთი, თავისთავად უხეში ნაბიჯი იყო რუსეთის დელეგაციის მთლიანად გაშვება, იმიტომ, რომ ყველა თავმოყვარე ქვეყნის მხრიდან რეაქცია უნდა მოჰყვეს ამას, მერე ამას მოჰყვა პუტინის მისამართით ეთერში გაჟღერებული ცნობილი გინება და თავმოყვარე ქვეყნები ამაზეც იძლევიან რეაქციას და ვიცით, რომ დუმას გამზადებული ჰქონდა ის პირობები, რომლითაც საქართველო უნდა დაესაჯათ, როგორიცაა ეკონომიკური სანქციები და გადმორიცხვების შეჩერება. ამდენად, აგრესიის გამწვავება მიდიოდა ოპოზიციის მხრიდან, თუმცა პუტინს სხვა იდეა მოუვიდა", - განაცხადა პოლიტილოგმა "ინტერპრესნიუსთან".

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა