"ვისურვებდი მერწმუნა, რომ თბილისში საღი აზრი გაიმარჯვებს" - კვირის პალიტრა

"ვისურვებდი მერწმუნა, რომ თბილისში საღი აზრი გაიმარჯვებს"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გროგორი კარასინის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების შესაძლებლობაზე მოსკოვი კვლავ არ ამბობს უარს.

"საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის თვალთახედვის არეში იყო და რჩება. ვფიქრობ, რომ თბილისის რეალური ნაბიჯები, მიმართული ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ, ორმხრივ დღის წესრიგში ვიზების საკითხის გაუქმების დაბრუნებას შეძლებს", - განაცხადა კარასინმა.

ავიამიმოსვლის განახლების თემაზე საუბრისას კარასინმა განაცხადა: "ვისურვებდი მერწმუნა, რომ თბილისში საღი აზრი გაიმარჯვებს. პირობები მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული: საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაცია, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ნებისმიერი საფრთხის გაქრობა. ეს მთლიანად დასაბუთებული და ადეკვატური რეაქციაა", - განაცხცადა გრიგორი კარასინმა "იზვესტიასთან" ინტერვიუში.

"ინტერპრესნიუსი"