"შოკის მომგვრელი და აბსოლუტურად წარმოუდგენელი" - გვარამიას პირველი კომენტარი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - კვირის პალიტრა

"შოკის მომგვრელი და აბსოლუტურად წარმოუდგენელი" - გვარამიას პირველი კომენტარი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

რომ არ ვთქვა, რომ ეს გადაწყევტილება შოკის მომგვრელი და აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო, არ ვიქნები მართალი, - ეს განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა.

როგორც გვარამიამ დასძინა, ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

"რუსთავი 2" ეთერში ვართ და არ ვაპირებთ არ ყოფნას! პირველ რიგში რომ არ ვთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება შოკის მომგვრელი და აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო, არ ვიქნები მართალი. იურისტი ვარ ყველაფერთან ერთად, შეიძლება დაგავიწყდათ, მაგრამ ვარ და არც თუ ისე ცუდი. ვფიქრობ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით რა სასამართლოც არ უნდა იყოს, კრიტიკის უფლება მაქვს. გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. სამწუხაროდ, ყველაფერთან ერთად, მოთხოვნების არ დაკმაყოფილებასთან ერთად, ძალიან მძიმეა ის გარემოება, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვა სასამართლომ გასაჩივრების უფლება, რომელსაც რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ. დანარჩენ შემთხვევებში დაუშვებლად დაშვების გამო ჩაკეტა გასაჩირების უფლება. მე კონსპირაციების მომხრე არ ვარ და ვერანაირ ეჭვს ვერ შევიტან მიუკერძოებლობაში, უბრალოდ მივაწეროთ ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, აბსოლუტურად არასწორ ინტერპრეტაციას. მე მაქვს კრიტიკის უფლება და ცხადია, არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას სრულად," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს, ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში არ დაარეგისტრიროს იქამდე, ვიდრე გასაჩივრების ვადები არ ამოიწურება.

"ჩვენ მოვითხოვთ, არ იქნას ჩადენილი დანაშაული, არ იქნას გადაფორმებული ქიბარ ხალვაშზე "რუსთავი 2" კანონის დარღვევებით. ჩვენ ამას ჩავთვლით დანაშაულებრივ ქმედებად და "რუსთავი 2"-ის მითვისებად. ჩვენ გვაქვს გასაჩივრების უფლება. ამ უფლების დაკმაყოფილება გამოიწვევს საქმის სრულ დაშლას. ამ უფლების გაუქმება იუსტიციის მინისტრის მიერ არის კანონდარღვევა და თანამდებობრივ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

იხილეთ ვიდეო