"კამუფლაჟი შემთხვევით არ მაცვია - ომი თუ იქნება, ჩვენ ვიომებთ" - კვირის პალიტრა

"კამუფლაჟი შემთხვევით არ მაცვია - ომი თუ იქნება, ჩვენ ვიომებთ"

კამუფლაჟი შემთხვევით არ მაცვია - ომი თუ იქნება, ჩვენ ვიომებთ, - ეს განცხადება "რუსთავი 2"-ის გერენალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

გვარამიამ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ ომში მარტო არ იქნება.

"მე არ ვაპირებ "რუსთავი 2"-ს ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემას, ქიბარ ხალვაშს საერთოდ არ განვიხილავ აქტორად. მოწინაღმდეგე "რუსთავი 2"-ს, ჩემი, ჩემი კოლექტივის, ჩემი კოლექტივის სარედაქციო დამოუკიდებლობის, ჩემი უმაღლესი კვალიფიკაციის, დასავალურ ფასეულობაზე მომუშავე ჟურნალისტების და ყველა დანარჩენის, ვინც ამ კომპანიაშია, არ ვაპირებთ ბიძინა ივანიშვილისთვის უფლების მიცემას, რომ ეს ყველაფერი გასრისოს ერთ დღეში. არც შემთხვევით არ მაცვია კამუფლაჟი, სრულიად შეგნებულად ვაკეთებ განცხადებას, ომი თუ იქნება ჩვენ ვიომებთ და ჩვენ ეს შეგვიძლია, აქამდე ყოველშემთვევაში ბევრჯერ დავამტკიცეთ და იმედი გვაქვს, რომ მარტო ამ ომში არ ვიქნებით", - დასძინა ბრიფინგის ბოლოს ნიკა გვარამიამ.

"ინტერპრესნიუსი"