ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2"-ის მესაკუთრედ დარეგისტრირების მოთხოვნით საჯარო რეესტრს უკვე მიმართა - კვირის პალიტრა

ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2"-ის მესაკუთრედ დარეგისტრირების მოთხოვნით საჯარო რეესტრს უკვე მიმართა

ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მესაკუთრედ დარეგისტრირების მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს უკვე მიმართა.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება უწყებაში ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ დაარეგისტრირა.

განცხადებით ხალვაში ტელეკომპანიის რეგისტრირებულ მონაცემებში პარტნიორისა და წილის ცვლილების ითხოვს.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ტელეკომპანიის მეწილეები არიან შპს "ტელეკომპანია საქართველო" - 51 პროცენტი, ლევან ყარამანიშვილი - 22 პროცენტი, გიორგი ყარამანიშვილი - 18 პროცენტი, ნინო ნიჟარაძე - 9 პროცენტი.

"ინტერპრესნიუსი"