"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი განცხადებას ავრცელებენ - კვირის პალიტრა

"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი განცხადებას ავრცელებენ

"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი განცხადებას ავრცელებენ. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" დავით დვალის მიერ მიწოდებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქიბარ ხალვაშს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ულოცავს, თუმცა ამასთანავე, მიიჩნევენ, რომ სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკანონოდ წართმეული და პარტიულ სამსახურში ჩაყენებული "რუსთავი 2" დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს.

"სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა მიუკერძოებელმა სასამართლომ კიდევ ერთხელ და კატეგორიულად დაადასტურა, რომ "რუსთავი 2"-ის დღევანდელ მფლობელებს არაკანონერად და ბანდიტურად აქვთ მითვისებული ჩვენს მიერ დაფუძნებული, ერთ დროს დამოუკიდებული და თავისუფალი ტელევიზია.

ვულოცავთ ქიბარ ხალბვაშს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.

ამასთანავე, კატეგორიულად ვთვლით - სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკანონოდ წართმეული და პარტიულ სამსახურში ჩაყენებული "რუსთავი 2" დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს", - ნათქვამია ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალით განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"