"საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით ვიყრი კენჭს იმ საქმის გასაგრძელებლად, რაც დავიწყე"
19-07-2019
"საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით ვიყრი კენჭს იმ საქმის გასაგრძელებლად, რაც დავიწყე"
უნდა გავაგრძელო ის, რაც დაწყებულია, ყოველ შემთხვევაში, ჩემ მიერ, - განუცხადა "რია ნოვოსტის" აფხაზეთის ე.წ.პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ. მან "არჩევნებში" მონაწილეობის მისაღებად 16 ივლისს განაცხადი შეიტანა. ჟურნალისტის კითხვის პასუხად ხაჯიმბამ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში შექმნილი მდგომარეობა დაახასიათა და ახალი საპროტესტო გამოსვლების შესაძლებლობაზეც ისაუბრა.

"თუ მოინდომებ მღელვარება ცარიელ ადგილზეც შეიძლება შექმნა. არის სირთულეები არავინ უარყოფს. არის პრობლემები და ისინი უნდა მოგვარდეს, ჩვენი ამოცანაც ეს არის, რომ მინიმუმადე დავიყვანოთ ასეთი პრობლემები", - განაცხადა ხაჯიმბამ.

ოკუპირებულ
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს არის დანიშნული.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?