აშშ-ს საელჩო "რუსთავი 2"-ის საქმეზე განხცადებას ავრცელებს
აშშ-ს საელჩო "რუსთავი 2"-ის საქმეზე განხცადებას ავრცელებს
მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად, აპოლიტიკურად და უზრუნველყოფილი იყოს მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს მიერ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილებას ეხება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სიტყვის თავისუფლება და პლურალისტური მედია გარემო დემოკრატიის საძირკველია.

"ჩვენ მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად, აპოლიტიკურად და რომ უზრუნველყოფილ იქნას მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას სიტყვის თავისუფლების დაცვისა და მრავალფეროვანი მედია გარემოს
შენარჩუნების საქმეში", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"
სოსო
20 ივლისი 2019 09:55
ვის ამტყუნებენ?ეს ფრაზა გამახსენდა ამერიკის საელჩოს განცხადებამ.წლების წინ ჩემ სამეზობლოში ერთი ფეხმსუბუქი გოგო ცხოვრებდა,რომელიც ღამღამობით უფროს ბიჭებს უარს არ ეუბნებოდა საწოლ ოთახში ვიზიტებზე.ერთ ღამითაც,ასეთი ვიზიტიდან გზაზე გამოძრომისას,მამამისმა ხმაური გაიგო და გამოუვარდა ღამის სტუმარს.ატყდა ჩხუბი,ყვირილი,ხალხიც გამოვიდა გარეთ.აშველებენ.ფანჯრიდან უმანკო სახით გადმოყო თავი ამ ქალბატონმა და იკითხა:"-ვის ამტყუნებენ?"
:)
20 ივლისი 2019 09:14
...განაცხადა ცეკას მეორე მდივანმა ამხანაგმა კოლბინმა... რა შეიცვალა, მეგობრებო?
ალექს
20 ივლისი 2019 07:36
რუსთავი 2 ნაცმოს პარტიული ორგანოა და იმართება ნაცმოს ელიტის მიერ ,თავად არიან ეს ელიტა რუსთავი 2-ს წამყვანები და ხელმძღვანელები,ეს ერთი მთლიანია !
პრავდა და კომპარტია !

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
დღის კითხვადი სტატიები