აშშ-ს საელჩო "რუსთავი 2"-ის საქმეზე განხცადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

აშშ-ს საელჩო "რუსთავი 2"-ის საქმეზე განხცადებას ავრცელებს

მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად, აპოლიტიკურად და უზრუნველყოფილი იყოს მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს მიერ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილებას ეხება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სიტყვის თავისუფლება და პლურალისტური მედია გარემო დემოკრატიის საძირკველია.

"ჩვენ მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად, აპოლიტიკურად და რომ უზრუნველყოფილ იქნას მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას სიტყვის თავისუფლების დაცვისა და მრავალფეროვანი მედია გარემოს შენარჩუნების საქმეში", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"