სალომე ზურაბიშვილი მშენებლობაზე 16 წლის მოზარდის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილი მშენებლობაზე 16 წლის მოზარდის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება

როგორც იქნა, ამ ქვეყანაში ისჯება შრომის უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი კომპანია! სწორედ კანონმდებლობის დარღვევამ შეიწირა 16 წლის მოზარდის სიცოცხლე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს.

"შრომის უსაფრთხოების სტანდარტების მიღება და დაცვა ჩვენი განვითარების და ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების განუყოფებელი ნაწილია. წელს სამუშაო ადგილზე 21 ადამიანი დაიღუპა, უბედური შემთხვევების უმრავლესობა სამშენებლო სექტორზე მოდის. მიუღებელია ეს სტატისტიკა და ის, რომ ქვეყანაში ასე იღუპებოდნენ ადამიანები!“, - აცხადებს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ დოლაბაურის ქუჩაზე არასრულწლოვანი მუშის გარდაცვალების საქმეზე სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავა.

"ინტერპრესნიუსი"