"ამ პრობლემებს დღესაც საკუთარ თავს კი არა, უბნის ძველ ბიჭებს აბრალებს" - რას წერს გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილზე?
20-07-2019
"ამ პრობლემებს დღესაც საკუთარ თავს კი არა, უბნის ძველ ბიჭებს აბრალებს" - რას წერს გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილზე?
ექსპერტი გია ხუხაშვილი "ფეისბუკის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ხელისუფლებიდან წასვლის და ბიძინა ივანიშვილთან კიდევ ერთი შეხვედრის შესახებ საუბრობს:


"მოვედით ხელისუფლებაში და დაიწყო ჩემს ცხოვრებაში უმძიმესი პერიოდი. ჩემს ხელში აღმოჩნდა აქტივი, რომელიც არაფერში მჭირდებოდა, ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც ამ აქტივისთვის ბევრ რამეზე იყვნენ წამსვლელები. აქტივს ერქვა - ძალაუფლება.

პარალელურად, ბიძინა აშენებდა
მმართველობით სისტემას. მეც გადავწყვიტე, დავლოდებოდი მისი კონტურების გამოკვეთას, რათა გულდამშვიდებული წავსულიყავი.

სამწუხაროდ, მმართველობითი სისტემის მშენებლობა წავიდა საქართველოში საკმაოდ გავრცელებული გზით.

მამამ შვილების განათლებაზე და უნარებზე კი არ იზრუნა, არამედ, ჯერ ატესტატები უყიდა, მერე დიპლომები, მერე თავისთან დააწყებინა მუშაობა და მათ გასაკეთებელსაც თვითონ აკეთებდა. შედეგად ერთი
შვილი გალოთდა, მეორე კრიმინალებს შეეკრა, მესამე კი სახლში გამოიკეტა აგორაფობიით შეპყრობილი. მამა ამ პრობლემებს დღესაც საკუთარ თავს კი არა, უბნის ძველ ბიჭებს აბრალებს.


ეს მაშინვე გამოჩნდა. რბილად ვცდილობდი რაღაც შემეცვალა, მაგრამ რაღაც მომენტში მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა.
ჩვენი ბოლო საუბარი ამას მიეძღვნა - ვუთხარი რომ, რადგან მას სწამდა რომ ყველაფერს სწორად აკეთებდა და მე ეს არ მომწონდა, ჯობდა წავსულიყავი, რომ ხელი არ შემეშალა.

ეს იყო და ეს...კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ.

ბოდიში, თუ ვინმეს ცნობისმოყვარეობა ვერ დავაკმაყოფილე, მთავარი გითხარით".
ქართველი
23 ივლისი 2019 09:08
უჭკვიანესი კაცი... მაგრამ ვინ უჯერებს
El Principo
21 ივლისი 2019 17:43
სინამდვილეს გავს !
ზურაბ
21 ივლისი 2019 16:12
ხუხაშვილი,როგორც საქართველოს მაკიაველი.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, დაახლოებით რა თანხაა საკმარისი ორი კვირის განმავლობაში  საქართველოს კურორტებზე  ერთი ადამიანის სრულფასოვანი დასვენებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, დაახლოებით რა თანხაა საკმარისი ორი კვირის განმავლობაში საქართველოს კურორტებზე ერთი ადამიანის სრულფასოვანი დასვენებისთვის?
თვის კითხვადი სტატიები