პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გიორგი მარგველაშვილი მივიდა - კვირის პალიტრა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გიორგი მარგველაშვილი მივიდა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი დავით რაქვიაშვილი მივიდნენ.

პარლამენტთან შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია 20 ივნისიდან მიმდინარეობს. აქციას დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერებიც შეურთდნენ.