"ვერც ერთ ფაქტს ვერ დაგისახელებთ, მე რაღაც მეთქვას და მერე ხალვაში მოვარდნილიყო, ეს რა გააკეთეო"
"ვერც ერთ ფაქტს ვერ დაგისახელებთ, მე რაღაც მეთქვას და მერე ხალვაში მოვარდნილიყო, ეს რა გააკეთეო"
სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია და ტელეკომპანია "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის.
"კვირის პალიტრა" "რუსთავი 2"- ის გადაცემა "პოსტ სკრიპტუმის" ჟურნალისტს თენგო გოგოტიშვილს ესაუბრა.
გთავაზობთ ამონრიდებს ინტერვიუდან:

- "რუსთავი 2"-ში ჯერჯერობით განსაკუთრებული არაფერი ხდება. უბრალოდ, დაბნეულობაა, ყველა რაღაცას ელოდება. რას იზამს ახალი დირექტორი, არ ვიცით. სალია ჯერ კაბინეტშიც არ შესულა. მღელვარება არის, თუმცა ვულკანი არ იფრქვევა. ცივილიზებულად იქცევიან, ვისთანაც მოინდომეს შეხვედრა, ყველა შეხვდა. დოკუმენტებიც აჩვენეს.
ბოიკოტს არავინ უცხადებს.
...
- ქიბარ ხალვაში ტელევიზიას წლების წინაც მართავდა. როგორი ხელმძღვანელია?
- ძალიან ნეიტრალური. არ მახსოვს, რამეში აქტიურად ჩარეულიყოს, თუმცა შეიძლება დირექტორსა და მას ჰქონდათ მწვავე ურთიერთობა. ვერც ერთ ფაქტს ვერ დაგისახელებთ, მე რაღაც მეთქვას და მერე ხალვაში მოვარდნილიყო, ეს რა გააკეთეო. ნორმალური
ურთიერთობა ჰქონდა ყველასთან. ბევრ დირექტორზე¬ მოკრძალებული ადამიანი იყო, იშვიათადაც¬ მოდიოდა.

- შენ პირადად რა კითხვები გაქვს ქიბარ ხალვაშთან?

- ჯერჯერობით ყველა ჟურნალისტი ერთ ჭკუაზე ვართ - სიტყვის თავისუფლე¬ბის გარანტიებს ვითხოვთ, რომ პირზე ხელს არავინ ამაფარებს, არ მეტყვის, არ გეთანხმები და ამიტომ გაჩერდიო. შეიძლება მითხრას, არ გეთანხმებიო, მაგრამ არ გამაჩუმოს.

პატრე
23 ივლისი 2019 10:51
შენ მოქმედ მთავრობაზე ცუდი არ გითქვავს და რატომ დაგიპირისპირდებოდა...
geksa
23 ივლისი 2019 09:37
რ-2-ელებს
Dvalteli
23 ივლისი 2019 07:28
Kargad vicnobt hens modgmasa

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?