რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციები დღეიდან განსხვავებული ფორმატით გაგრძელდება.როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი საზოგადოებას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ონლაინ-გადაცემებს შესთავაზებენ. გუშინ კი პროტესტის 32-ე დღეს სიტყვით გამოსვლების პარალელურად გაიმართა "ფლი მარკეტიც", სადაც 40-მდე სტარტაპერმა გასაყიდად საკუთარი პროდუქცია წარადგინა.ორგანიზატორების განცხადებით, შემოსული თანხის ნაწილი აქციის ორგანიზებას მოხმარდება.შეგახსენებთ, რომ ყოველდღიური აქციებით საზოგადოების ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნა დღის წესრიგში 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების - აქციის ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშლის შემდეგ დადგა."ინტერპრესნიუსი"