უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში ზელენსკის გუნდმა ხმების 42% მიიღო, 0,47%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა სააკაშვილის პარტიამ
უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში ზელენსკის გუნდმა ხმების 42% მიიღო, 0,47%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა სააკაშვილის პარტიამ
უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის პარტიამ მოიპოვა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პარტია "ხალხის მსახური" უკრაინის უმაღლეს რადაში უმრავლესობას წარმოადგენს, თუმცა, მას კოალიციის შექმნა სხვა პარტიასთან ერთად სჭირდება იმისათვის, რომ მთავრობის ფორმირება მოახდინოს. თავის მხრივ, ზელენსკი გამორიცხავს პრორუსულ პარტია "ოპოზიციის პლატფორმასთან" კოალიციას.

არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ზელენსკის პარტიამ ამომრჩეველთა 42 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა. "ოპოზიციის პლატფორმამ" 12%, ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პარტია "ევროპულმა სოლიდარობამ" 8.64%, იულია ტიმოშენკოს პარტია "ბატ
კივშინამ" კი 8,33%. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტიამ "ახალ ძალთა გაერთიანებამ" უკრაინის უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებში ხმათა 0, 47 % მიიღო.

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვლადიმერ ზელენსკი მოსახლეობას კორუფციის აღმოფხვრას და რადიკალური რეფორმების გატარებას დაჰპირდა.

"ინტერპრესნიუსი"


ასე იყო ეს!
22 ივლისი 2019 13:12
სააკაშვილმა ყველა თავისი მხარდამჭერის მისამართით საქვეყნოდ განაცხადა: "ხმა ზელენსკის პარტიას მიეცითო!"

მოქალაქე
22 ივლისი 2019 12:38
უეჭველი გაუყალბეს!!! ასეთი დონის პოლიტიკოსს როგორ შეიძლება ნული მთელი რაღაც აეღო?! ის ხომ უკრაინის მხსნელია კაცო! ოხ როგორ გაგიყალბეს ბელადო

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?