"სასამართლომ "რუსთავი 2"-ის წილების დაყადაღებაზე უარი გვითხრა"
"სასამართლომ "რუსთავი 2"-ის წილების დაყადაღებაზე უარი გვითხრა"
სასამართლომ პინგ-პონგის პრინციპით გააგრძელა ჩვენთან ურთიერთობა, - ეს განცხადება "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა.

ოქრუაშვილის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის წილების დაყადაღებასთან დაკავშირებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა.

"როგორც მოსალონდელი იყო და სხვას არც ველოდით, საქალაქო სასამართლომ უარი გვითხრა ყადაღის დადებაზე "რუსთავი 2"-ის წილებზე, სრულიად სასაცილო მოტივით იურისტებისთვის, თითქოს მოთხოვნა ყადაღაზე უნდა გაგვეკეთებინა სარჩელის შეტანასთან ერთად. ჩვენ სარჩელი არ შეგვიტანია, კანონით ამისთვის
გვქონდა 10 დღიანი ვადა. სასამართლომ პინგ-პონგის პრინციპით გააგრძელა ჩვენთან ურთიერთობა, გადმოგვიგდო გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ჩვენ ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა. ახლა გვაქვს არჩევანი: გავასაჩივროთ ეს განჩინება თუ ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა. ამ საკითხზე ვიმსჯელებთ იურისტებთან. ოთხშაბათს საღამომდე ისედაც ძალაშია რეესტრში ჩვენი განცხადება წილების გასხვისებაზე, ყადაღის დადებაზე და ოთხშაბათს
მივიღებთ გადაწყვეტილებას,"- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა და იქვე დასძინა, რომ სასამართლო კვლავ შერჩევითი სამართლის პრინციპით მოქმედებს, რადგან მან ქიბარ ხალვაშის მიერ სასამართლოში 2017 წელს შეტანილი განცხადების ზუსტად იდენტური განცხადება შეიტანა, რომელიც ხალვაშს დაუკმაყოფილეს და "რუსთავი 2"-ის წილებს ყადაღა დაადეს.

ოქრუაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ შეაქვს ქიბარ ხალვაშის ადვოკატს პროკურატურაში სარჩელი ხელშეკრულების ნამდვილობასთან დაკავშირებით.

"სიმართლე გითხრათ, პროკურატურაში რატომ შეაქვთ განცხადება, იურიდიულად მე ამას ვერ ვხვდები ერთი მარტივი მიზეზის გამო - სასამართლოში მე უკვე სამი წელია ვდავობ ფინანსურ ნაწილზე, რომ მას აქვს ჩემი ვალი. მან ეჭვქვეშ დააყენა ამ ხელმოწერის ნამდვილობა და სასამართლომ იმის მიუხედავად, რომ სამი ექსპერტიზის დასკვნა წარვუდგინეთ, ეს ხელშეკრულება ექსპერტიზაზე გადააგზავნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. უკვე 8 თვეა ხალვაში ხელმოწერის ნიმუშების დატოვების მიზნით არ ცხადდება ექსპერტიზის ბიუროში და პროკურატურაში რა მოტივით შეიძლება იდავონ, ჩემთვის წარმოუდგენელია. კეთილი ინებონ, მიბრძანდნენ, ხელმოწერის ნიმუშები დატოვონ, ექსპერტიზას მისცენ საშუალება რომ დასკვნა გააკეთოს," - აცხადებს ოქრუაშვილი.

მისივე თქმით, ხელშეკრულებაზე, ნამდვილად ხალვაშის ხემოწერაა და ხალვაშს მოუწოდებს, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მისცეს საშუალება დასკვნა გააკეთოს.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?