"მე ვაპირებ ბურთის ივანიშვილის მოედანზე გადაგდებას"
"მე ვაპირებ ბურთის ივანიშვილის მოედანზე გადაგდებას"
მე ვაპირებ ბურთის ივანიშვილის მოედანზე გადაგდებას, ქართულ სასამართლოში, სარჩელის შეტანის მეშვეობით, - ასე უპასუხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ არ შეიტანა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული სარჩელი პარიზის ან ლონდონის სასამართლოებში.

"ჩემთვის ეს არ არის იურიდიული პროცესი, ჩემთვის ეს არის პოლიტიკური პროცესი. ძალიან მარტივი მიზეზის გამო არ შევიტანე - ლონდონში ან პარიზში რომ შემეტანა, ეს დავა და ეს სარჩელი და იქ მედავა, არ იქნებოდა ამ საქმისთვის მარტივი პოლიტიკური
ჭრილის შეძენა. ჩემთვის ახლა ეს ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესი, რადგან ამ ყველაფრის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, ამ ქვეყნის მმართველი. მე ვაპირებ ბურთის ივანიშვილის მოედანზე გადაგდებას, ქართულ სასამართლოში სარჩელის შეტანის მეშვეობით, რომ გაირკვეს ამ ქვეყანას მომავალი აქვს თუ არ აქვს. ლონდონში დავას ამ საკითხზე დავასრულებდი რვა
წლის მერე და შეიძლება არსებითი აღარ ყოფილიყო. ეს არის პოლიტიკური პროცესი, მაგრამ "რუსთავი 2"-ი პოლიტიკური იარაღი არ არის ჩემთვის, ივანიშვილისთვის კი არის", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?